საზოგადოება
პარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომა პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო აღარ ჩატარდება

domingo-koncertპარლამენტის თავმჯდომარის - დავით ბაქრაძის ინიციატივით, პლასიდო დომინგოს მიერ ბათუმში, "პიაცაზე", დაგეგმილი კონცერტის გამო პარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომა აღარ ჩატარდება. პარლამენტის სპიკერი 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლის ინიციატივით ბიუროს 22 ნოემბრის სხდომაზე გამოვიდა, არგუმენტად კი ის გარემოება დაასახელა, რომ "25 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის გამო დეპუტატთა უმეტესობა თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს და, შესაბამისად, ქვორუმიც ვერ შეიკრიბება". ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე დეპაუტატებმა ერთხმად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის წინ სახალხო წარმომადგენლობითი კრებაა დანიშნული. რამდენად უკავშირდება ეს ფაქტი დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას და საპარლამენტო სესიის ჩაშლას, უცნობია, თუმცა დეპუტატები პირად საუბრებში განმარტავენ, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება სწორედ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს უკავშირდება და არა - ბათუმში გასამართ კონცერტს.