სამართალი
„აუცილებლად უნდა დადგეს მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ტერიტორიული მთლიანობისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება გამოიხატა. გამოსავალი ერთია - უნდა მოხდეს მთლიანად ქვეყნის მობილიზება და ხალხმა თავის სიტყვა თქვას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ემზარ კვიციანი არის ამ ხელისუფლების ნომერ პირველი პოლიტპატიმარი... გასაგებია, რომ სასამართლოს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, მაგრამ პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს ვინ აკონტროლებს? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.