უცხოეთი
აფხაზეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელებს მკაცრად დასჯიან

1-stolpotvor-zar3საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმა. შედეგად, საბჭოს თავმჯდომარემ, ქვეყნის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თავდასხმაში დამნაშავეთა მკაცრად დასჯა მოითხოვა. „მომხდარის დაგმობის შემდეგ რესპუბლიკის მეთაურმა მკაცრად მიუთითა იმაზე, რომ სამართალდამრღვევთა დიდი ნაწილი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ან მათი ნათესავები არიან“, - განაცხადა აფხაზეთის შს მინისტრმა რაულ ლოლუამ სხდომის შემდეგ.

ასევე იტყობინებიან, რომ ბუთბამ არ მიიღო ექიმების წინადადება ჰოსპიტალიზაციის შესახებ მიღებულ ჭრილობებთან დაკავშირებით. ორმა მთვრალმა მამაკაცმა ბუთბას ცხვირი დაუზიანა, წარმოიქმნა ჰემატომა. „ექიმებმა რენტგენის ფოტოები გადაიღეს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა სტაციონარში ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა“, - აღნიშნა წყარომ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში.

აფხაზეთის პრემიერი ბესლან ბუთბა 15 ნოემბერს სცემეს. ამის შესახებ „ტასი“ იუწყებოდა. თავდასხმა განხორციელდა, როცა იგი ავტომანქანაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა: ბავშვები ექიმთან მიჰყავდა. თუმცა გზაში პრემიერის ავტომანქანას გზა გადაუჭრა უგზოობის ავტომობილმა, საიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა და თავს დაესხა პოლიტიკოსს. თავდამსხმელები „ეშერას“ პოსტზე დააკავეს.