უცხოეთი
რატომ ჩავიდა როვშან ლენკორანსკი აზერბაიჯანში?

1-bybakinskiy-zar2-axსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ცნობილი აზერბიჯანელი “კანონიერი ქურდი“ როვშან ჯანიევი (ლენკორანსკი) რამდენიმე კვირის წინ აზერბიჯანში ჩამოვიდა, - იტყობინება Qafqazinfo საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა ირწმუნება, რომ კრიმინალური ავტორიტეტი, ხუთი მცველის გარემოცვაში, მის მშობლიურ ლენკორანში ნახეს.
იტყობინებიან, რომ ჯანიევი აშურის დღესთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ცერემონიაში ოჯახთან ერთად მონაწილეობდა.

როვშან ჯანიევი დაიბადა 1975 წლის 27 იანვარს ლენკორანში, მილიციელის ოჯახში. როცა როვშანი 17 წლის უყო, მამამისი აზერბაიჯანში მოქმედი ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებმა მოკლეს. 1996 წელს მამამისის მკვლელი როვშან გულიევი საბრალდებო სკამზე არმოჩნდა. სასამართლო სხდომისას ის ანგარიშსწორებით დაემუქრა ჯანიევის ოჯახის წევრებს. სასამართლო დარბაზში მყოფმა როვშან ჯანიევმა პისტოლეტი ამოიღო და დამნაშავე მოკლა. სასამართლომ, მისი სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებითა და გულწრფელი აღიარების გათვალისწინებით, ჯანიევს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ჯანიევი გაათვაისუფლეს.

2000 წლის 26 ივნისს ბაქოში, ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე ჯანიევმა ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრა „კანონიერი ქურდი“ კარამატ მამედოვი.

მიიჩნევა, რომ როვშანი ქურდად აზერბიჯანელმა „კანონიერმა ქურდმა“ მირსეიმურ აბდულაევმა („მირსეიმური“) „აკურთხა“. ეს უკანასკნელი 2003 წელს შოლკოვსკის გზატკეცილზე მდებარე კაფე „პეშერაში“ მოკლეს. სხვა გავლენიანი ქურდების - ჰიქმეთ მუხტაროვის და ჩინგიზ ახუნდოვის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ, 2006 წლიდან როვშანმა მოსკოვში აზერბაიჯანელების ბიზნესი კონტროლქვეშ მოაქცია. ამასთან, მას მიაწერდნენ აზერბაიჯანული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის ელჩინ ალიევის მკვლელობას და ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯანიევი 2004 წლის დეკემბერში დააკავეს.