უცხოეთი
შემდგომ შახნაზარიანმა გააკრიტიკა აზერბაიჯანისა და რუსეთის მთავრობები და ისინი სომხეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. პოლიტოლოგის თქმით, სწორედ რუსეთი უჭერს ყოველმხრივ მხარს აზერბაიჯანის აქტივაციას ყარაბაღის ფრონტზე და მას „უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ტექნიკით აიარაღებს“.
„ის, რაც საქართველოში, ასევე ყარაბაღი-აზერბაიჯანის შეხების ხაზსა და მთიანი ყარაბაღის გარშემო ხდება, სერიოზულ საფუძველს იძევა, ვიფიქროთ, რომ უახლოეს ხანებში რუსეთი ერთდროულად გამოავლენს აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, რის შესახებაც პუტინი გასული წლის 2 დეკემბერს აცხადებდა. ასევე, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთი ხელოვნულად ზრდის დაძაბულობას. პუტინის დღევანდელი პოლიტიკის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ბალტიის ზღვიდან სამხრეთ კავკასიამდე თანმიმდევრულად იქმნის გარშემო მტრულ გარემოცვას, არ მინდა ვთქვა - მთავრობებს“, - აღნიშნავს შახნაზარიანი.