შსს-მ სამეგრელოში მომხდარი მკვლელობა გახსნა

საქართველო, 18 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
დემნა კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დემნა კ-მ სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ კ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.