საზოგადოება
თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება

transport3თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გაძვირების გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ. როგორც საქინფორმს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, მგზავრობის საფასურის გაძვირების შესახებ ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებას საკრებულო 29 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე საფასური 10 თეთრით უნდა გაძვირდეს. მერიაში აცხადებენ, რომ შეღავათებით სარგებლობის წესი კვლავაც ძალაში დარჩება. ამასთან, სამგზავრო ბარათების გამოყენების დროს, მეორე გავლისას საფასური კვლავ 30 თეთრი იქნება.