ფრანგი ექიმები ხვალ კახეთში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ

ხვალ გურჯაანში, ქართულ-ფრანგულ სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონში" უცხოელი ექიმები მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ფრანგი მედიკოსები კახეთში სამედიცინო კონფერენციაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი "კახეთი-იონი" გურჯაანში 2008 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. ცენტრი უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი და ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რეგიონში, სადაც 50-ზე მეტი სახის გამოკვლევა ტარდება. ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის იონის მხარის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სამედიცინო ცენტრის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და მას 1 მლნ ლარი გამოუყო. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და 2011 წლის თებერვალში დასრულდება.