აქციის წინა დღეს კი მიშიკომ ალასანიას ბენდუქიძე მოაკვლევინა (ბიძამისს, „ცე - რე-უ“-ს მიერ გადაბირებულ „კა-გე-ბე“-შნიკ თემურს, და არა „ცე - რე-უ“-ს მიერ გადაბირებულ „კა-გე-ბე“-შნიკ ირაკლის) - რომ ბენდუქიძისთვის მიტინგზე საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მზადება ღიად დაებრალებინა, რაც ქნა კიდევაც! როგორც ადრე მის მიერვე მოკლულ პატარკაციშვილს დააბრალა...
ახლა კი მას ივანიშვილის ლიკვიდაცია სურს, როგორც ადრე - ჟვანიასი, იმიტომ, რომ ამ ოთხი კაცის წყალობით ის საქართველოში 9 წელი პრეზიდენტობდა! მოტივი ერთი და იგივეა - შური და ფული. დაუნახავი სააკაშვილი დღემდე შურით სკდება, რადგან ისინი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდნენ მთელ მსოფლიოში - რუსეთში და ისრაელში, აშშ-ში და უკრაინაში, სადაც ის მხოლოდ გამოიყენეს, შემდეგ კი ნახმარი ხელთათმანივით გადააგდეს! ბენდუქიძე პრეზიდენტ პოროშენკომ თავის მრჩევლად დანიშნა, სააკაშვილს კი ოფიციალური კიევი ახლოსაც არ იკარებდა და სამი თვის განმავლობაში მას სატელეფონო აფერისტი ამასხარავებდა, რომელიც თავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად ასაღებდა!