უცხოეთი
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თავზე საჰაერო სივრცე დახურა

1-azer-zar-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თავზე საჰაერო სივრცე ფრენისთვის დახურულად გამოაცხადა, - იტყობინება რესპუბლიკის საგარეო უწყება.

უწინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს „Ми-24-ის ტიპის შვეულმფრენი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა და რომელმაც აზერბაიჯანული მხარის პოზიციებზე იერიშის მიტანა სცადა“.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პოდპოლკოვნიკმა სენორ ასრატიანმა რია ნოვოსტის აცნობა, რომ ეს იყო არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის შველმფრენი, რომელიც საწვრთნელ-სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ხუთშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე აზერბაიჯანს ეკისრება.

„აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიების თავზე საჰაერო სივრცე ფრენებისტვის დახურა და შესაბამისი წესით, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს“, - ნათქვამია ცნობაში.