უცხოეთი
„იმასთან დაკავშირებით, რომ 12 ნოემბერს სამიჯნე ხაზის აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხარემ ჩამოაგდო შვეულმფრენი Ми-24 ВВС НКР, სიტუაცია წინა ხაზზე დაიძაბა“, - ნათქვამია ცნობაში.
კერძოდ, აზერბაიჯანის მხარემ დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 250-ჯერ მაინც დაარღვია, რის შედეგადაც ყარაბაღის პოზიციების მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ათასზე მეტი გასროლა განხორციელდა.
„არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის მოწინავე ქვედანაყოფები, ძირითადად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავდნენ და საპასუხო მოქმედებებს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებდნენ“, - ნათქვამია ცნობაში.