პუბლიკაციები
“ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ მიტინგს უერთდება და ერთგვარ ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია "იდენტობა" და მისი ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე!” - “თავისუფალი თაობის“ გაცხადება

1-anal-6-GEOსაქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი.
“თავისუფალი თაობის“ გაცხადება
„როგორც ჩვენთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, იმის გამო, რომ ნაცებმა საჭირო რაოდენობის ხალხი ვერ მოაგროვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ მიტინგს უერთდება და ერთგვარ ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია "იდენტობა" და მისი ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე.
ვაჭარაძე აიძულებს - აშანტაჟებს (შესაძლოა მერაბიშვილი-ახალაიების დროს გადაღებული ფარული ვიდეომასალებით) და ავალებს ჰომოსექსუალებს, რომ მასობრივად მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ნაცების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე. 15 ნოემბერს რუსთაველზე ელოდებიან 1000-ზე მეტ ჰომოსექსუალ აქტივისტს, რომლებიც ერთგვარი წამმართველები უნდა გახდნენ ამ მანიფესტაციის.
როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი ვაჭარაძე გახლავთ პიროვნება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოიხსენიებს როგორც საქართველოს ნომერ პირველ მტერს, მოღალატეს და მძარცველს, არ ტოვებს შესაძლებლობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ეკლესიას და ქრისტიანულ რწმენას.

ნებისმიერი პირი, რომელიც 15 ნოემბრის აქციაზე დადგება ეკლესიის და ქრისტიანობის დაუძინებელ მტრებთან: ჩერგოლეიშვილთან, ვაჭარაძესთან, კინწურაშვილთან, თუთბერიძესთან, ბოკერიასთან ერთად, თავისთავად აღიქმება, როგორც მათი თანამოაზრე და მართლმადიდებლური ეკლესიის მტერი. 15 ნოემბერი ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმ ადამიანებისა, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ მე-5 კოლონას, რომლის მთავარი დანიშნულებაცაა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. ნუ დადგებით ქვეყნისა და ეკლესიის მტრების გვერდით, ნუ დააყენებთ თქვენს შთამომავლობას საუკუნო შეჩვენების და სირცხვილის წინაშე.
P.S. აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, ოღონდ ძალდატანების და შანტაჟის გარეშე. პლიუს ამას, არც ისაა ახალი, რომ ბ-ნ ვაჭარაძე ძირითადად მუშაობს გრანტებზე და სულ არ აინტერესებს ამა თუ იმ უმცირესობების უფლებების დაცვა!“