პუბლიკაციები
„შევარდნაძის დროს დაწყებული პროცესი სააკაშვილმა დაასრულა და „ზემო აფხაზეთის“ და სამაჩაბლოს რუსეთისთვის ჩაბარებით, „ნატო“-ს ტერიტორია გაუთავისუფლა, სადაც ალასანიას „საწვრთნელი ბაზები“ უნდა განლაგდეს!“ - საქინფორმის მკითხველი

1Sevardn-sazog-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. თავის დროზე, ბოლშევიკური რევოლუციაც გლობალიზაციის დაწყების ერთ-ერთი მცდელობა იყო - სტალინმა შეაჩერა ეს პროცესი. მეორე მცდელობა - მეორე მსოფლიო ომი იყო და ისიც სტალინმა გააჩერა. ამიტომაც ვერ იტანენ ასე დღესაც!
ამას მოწმობს მართლმადიდებლური იუგოსლავიის მაგალითი, და, რაც მთავარია, რუსეთის... უკრაინაც იგივე პროცესში ჯდება და საქართველო, როგორც მართლმადიდებლობის უდიდესი კერა: დავით წინასწარმეტყველი და აბრაამი ქალდეიდან, ქართველთა სამოსახლოდან იყვნენ.

ჯერ დაშლა და შემდეგ განადგურება: საბერძნეთი, როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა - პრაქტიკულად უკვე თავის ჭკუაზე გადააკეთეს. ამიტომ,  რუსეთის ირგვლივ დაიწყეს „მარყუჟის შემოჭერა“. „ნატო“-ს წესდებაში იმთავითვე წერია, რომ კონფლიქტური ტერიტორიებით არავის მიიღებს. ამიტომ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაწყებული ეს პროცესი სააკაშვილმა დაასრულა და ე.წ. „ზემო აფხაზეთის“ და სამაჩაბლოს რეგიონის  რუსეთისთვის ჩაბარებით, „ნატო“-ს ის ტერიტორია გაუთავისუფლა, სადაც ალასანიას განცხადებით ე.წ. „საწვრთნელი ბაზები“ უნდა განლაგდეს. ამგვარი ბაზების მარყუჟით რუსეთი ალყაში უნდა მოექცეს. რაც მთავარია, მთელი ბუნებრივი რესურსები უნდა გადავიდეს აშშ-ს ხელში.