პუბლიკაციები
„შავი“ უნდა გახდეს „თეთრი“, „ბოროტება“- „სიკეთე“, „ქალი- კაცად“ და პირიქით! - საქინფორმის მკითხველი

1Sav-tetri-sazog-1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გინდ „ბოლო ჟამი“ დავარქვათ, და გინდ გლობალიზაცია, ფაქტია, რომ სადღაც 1986 წლიდან მსოფლიოში ფასეულობებისა და ღირებულებების შეცვლის ტენდენცია დაიწყო, რის შედეგადაც გადაწყდა დედამიწის მოსახლეობის „ოქროს მილიარდამდე“ დაყვანა. რაც უნდა განხორციელებულიყო ეთნიკური, რელიგიური, ტერიტორიული ომებითა და ხელოვნურად შექმნილი ვისუსების გავრცელებით.
სწორედ ამ მიზნით 90-იან წლებში იწყება „ერთა თვითგამორკვევის“ პრინციპით ქვეყნების დაშლა. ჯერ იუგოსლავია და შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკა მიჰყვა ამას. მთავარი კი გლობალური, ანუ მსოფლიოში „ახალი  წესრიგის“ დამყარების ტენდენციაა.

ანტიქრისტე  ქრისტეს მაგიერს - მის შემცვლელს ნიშნავს. ყველაფერს ქრისტესმიერს ანტიქრისტესეული უნდა ჩაენაცვლოს. „შავი“ უნდა გახდეს „თეთრი“, „ბოროტება“- „სიკეთე“, „ქალი-კაცად“ და პირიქით! დააკვირდით: ყველგან, ქვეყნებში, სადაც კი ქრისტიანობაზეა საუბარი, არასად იხსენება მართლმადიდებლობა, რის გამოც, თანდათან ვრწმუნდები, რომ მთელი ეს პროცესი სწორედ მართლმადიდებლობის, როგორც „დასაბამიერი რელიგიის“ (თავიდან ხომ ყველგან  მხოლოდ „ერთი ქრისტეანობა“ იყო) ირგვლივ  „მარყუჟის შემოსაჭერად“ არის გამსაზღვრული!

P.S. ხვალ საქართველოში ჯორჯ სოროსი ჩამოდის...