პუბლიკაციები
ბენდუქიძე, პატრაკაციშვილი და ჟვანია მოკლა სააკაშვილმა, რომელსაც ახლა ივანიშვილის მოკვლა სურს! - საქინფორმი

1bendu-Mის მილიარდერი იყო და რუსეთის ფედერაციაში სტრატეგიულ ობიექტებს ხელმძღვანელობდა -  ჰოლდინგ „გაერთიანებული მანქანათმშენებლობის ქარხნების“ გენდირექტორი იყო. საქართველოში იგი ზურაბ ჟვანიამ მოიწვია. პირველი, რაც თბილისში ჩამოსულმა აეროპორტში თქვა იყო ის, რომ საქართველოში ყველაფერს გაყიდის! სინდისის გარდა...

მან დანაპირები შეასრულა და საქართველოში ყველაფერი გაყიდა, თუმცა,  როცა პრეზიდენტი სააკაშვილის ჩინოვნიკი - ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მინისტრი, ხოლო ბოლოს - მისი კანცელარიის ხელმძღვანელი გახდა, ვერც შენიშნა, ისე გაყიდა თავისი სინდისიც...

გუშინ, 13 ნოემბერს, ლონდონში, სასტუმროს ნომერში აღმოაჩინეს ბიზნესმენი, საქართველოში „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამაარსებელი კახა ბენდუქიძე, რომელიც 58 წლისა გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით - „გულის შეტევით, რომელიც 2 კვირის წინ შვეიცარიაში  გულის რუტინული სტენტირების ოპერაციის შემდეგ გადაიტანა“.

ჟვანია, პატარკაციშვილი და ახლა - ბენდუქიძე: ეჭვგარეშეა, რომ მკვლელი ერთია - მიხეილ სააკაშვილი! ჟვანია მან საკუთარი ხელით, საფეთქელში საფერფლის სროლით მოკლა, რაც 7 ნოემბერს სასამართლოში პათანატომმა ჩხაიძემ დაადასტურა, რომელიც ამის შემდეგ, სამ დღეში, გაურკვეველ ვითარებაში გადარიცვალა... პატარკაციშვილი და ბენდუქიძე კი - თავისი ხელისბიჭი შემსრულებლებისა - კოდუას და ბიძის - თემურ ალასანიას კილერების მეშვეობით მოკლა, თანაც ორივე - ლონდონში! შეკვეთილი მკვლელობები ხომ ყველაზე იოლად განსახორციელებელია ევროპის დემოკრატიის დედაქალაქში - დიდ ბრიტანეთში, სადაც ასევე მოკლული იქნენ პატარკაციშვილის კომპანიონი და დაცვის უფროსიც - ბერეზოვსკი და ლიტვინენკო...

მოტივი ერთი და იგივეა - შური და ფული! სააკაშვილს სამივესი შურდა, რადგან ისინი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდნენ მთელ მსოფლიოში - აშშ-ში და რუსეთში, ისრაელში და უკრაინაში, სადაც ის მხოლოდ გამოიყენეს, შემედგ კი სანაგვეზე მოისროლეს! შურდა, რომ ფული, რომელთა მეშვეობითაც ჭაობიდან ამოძვრა, მასავით სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვით არ უშოვიათ. სწორედ ასე შურს ბიძინა ივანიშვილისაც, რომლის ლიკვიდირებაც სურს ასობით მილიონი დოლარით დახმარების „საზღაურად“...

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში ბენდუქიძემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს მიწვევა მიიღო, გამხდარიყო უკრაინის მთავრობასთან არსებული ეკონომიკური განხილვის საბჭოს წევრი, სააკაშვილს კი ოფიციალური კიევი ახლოსაც არ იკარებდა და სამი თვის განმავლობაში ამასხარავებდა სატელეფონო აფერისტი - პრანკერი ვოვანი, რომელიც თავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად ასაღებდა!

აი რა დაწერა გუშინ თავის Facebook-გვერდზე მკვლელმა მიშამ კვალის დასაფარავად:

«გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ. დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს… 
კახა აღარ ჰყავს საქართველოს.
ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში და ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. თითქმის ყოველ დღეს ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა. 
რუსეთიდან წასვლა 2004 წელს მოუხდა, მაგრამ ამას საერთოდ არ განიცდიდა, პირიქით უხაროდა. საქართველოს იძულებით დატოვება კი მისთვის უმძიმესი იყო. ქვეყნიდან ამ რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ წავიდა. თვლიდა, რომ ან დააპატიმრებდნენ ან მინიმუმ პასპორტს ჩამოართმევდნენ. ბოლო თვეებში ძალიან განიცდიდა, რომ თავისი სიმწრით ნაშენები უნივერსიტეტების მიტოვება მოუხდა. ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო - ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა.
კვირის ბოლოს კიევში ვფიქრობდით შეხვედრას. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და ამის საბოლოოდ შესათანხმებლად ჩადიოდა. საქართველოდან გააძევეს და ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა აწინაურებდა და სთხოვდა დახმარებას. თვლიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობით ქართულ საქმეს გააკეთებდა. 

ერთდროულად სიკეთის განსახიერება და ბოროტებასთან შეურიგებლობის ეტალონი. დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა... ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, ის მთელი ცხოვრება სინათლეს სთესდა. სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, ზუსტად ვიცი, რომ შუშის კოლბაში დაბუდებული ბოროტების სიხარული ნაადრევია. მე პირადად კახას და ჩემს თავს ვპირდები, რომ მის ნაცვლადაც გავაგრძელებ ბრძოლას! წყვდიადი დიდხანს ვერ გაგრძელდება! კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს და მისი სახელითაც დავიხსნით ჩვენს საქართველოს!»

საქინფორმი
საქართველო, თბილისი
2014 წლის 14 ნოემბერი

1bendu-1 1bendu-2
1bendu-3 1bendu-4
1bendu-5 1bendu-6
1bendu-7 1bendu-8