უცხოეთი
ვარშავაში შეტაკებებისას 300-მდე ადამიანი დააკავეს

1varSava-zar-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ შეტაკებებში, რომელიც დამოუკიდებლობის მარშის მიმდინარეობისას დაიწყო, 50-მდე ადამიანი დაიჭრა.
მსვლელობის ორგანიზება ნაციონალისტებმა მოახდინეს. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და პეტარდები დაუშინა. პოლიციელებმა, საპასუხოდ, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

გამოცემა „დერ შპიგელის“ ცნობით, შეტაკებებისას, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, დაკავებული იქნა საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი 280 პირი, დაზარალდა 47 ადამიანი. ზოგიერთი ცნობით, მათ შორის 23 პოლიციელია.

დამოუკიდებლობის მარშში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა.