უცხოეთი
გერმანელი პოლიტიკოსი: ნატომ „ერთიან ევროპულ სახლზე“ ოცნება გაანადგურა

1nemecki-zar-2-anსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთსა და ევროპას შორის დადგა, ოცნება „ერთიანი ევროპული სახლის“ შესახებ განწირული აღმოჩნდა, - მიაჩნია გერმანელ პოლიტიკოს ვილი ვიმერს. გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ნატოს სურს რუსეთის დამორჩილება და მისი რესურსების ხელში ჩაგდება.

მისი განცხადებით, მსოფლიო მუდმივად იცვლება, მთავარია, რომ ეს ურთიერთნდობისა და გაგების ატმოსფეროში მოხდეს და არა ისე, როგორც ამას „გლობალური პოლიტიკური ომის გზას“ შემდგარი ამერიკელები აკეთებენ.

ვიმერის აზრით, ზესახელმწიფო აშშ-მა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, როცა იუგოსლავიასთან ომი დაიწყო. ამ ომმა „ეუთოს ხერხემალი გადაუმტვრია“. ახლა ნატო გამუდმებით ცრუობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ამასთან, ეუთო აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები იქ არ არიან.

ამერიკელები ასევე ცდილობენ გადააკეთონ ახლო და შორეული აღმოსავლეთის რუკა. „საითაც არ გაიხედავ, ყველგან კონფლიქტი და ომებია. იქ კი, სადაც ჯერჯერობით სროლის ხმა არ ისმის, ყოველი შემთხვევისთვის პატრუქი ბჟუტავს“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ რუსებთან „საერთოა ევროპულ სახლსავაგებდით, - იხსენებს ვიმერი, - აშშ და კანადა კი ჩვენი პარტნიორები გახდებოდნენ". მისი აზრით, "დასავლეთი უნდა დახმარებოდა რუსეთს ეკონომიკური დარტყმისგან გამორკვევაში. თუმცა, ამას მიაფურთხეს, როგორც კი ევროპისა და რუსეთის საზღვარზე ნატო დადგა. ათ წელზე მეტხანს რუსებს სიტყვის უფლებას არ აძლევდნენ, დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. „მოგვეცით თქვენი სიმდიდრეები და დაგვმორჩილდიტ, სხვაგვარად ევროპიდან გაგაძევებთ“, - გერმანელი პოლიტიკოსის აზრით, ასე ჟღერს ალიანსის გზავნილი მოსკოვისთვის.