საზოგადოება
მორიგი შეხვედრა გალში

Galiგალის რაიონში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართება. საუბარი აფხაზ ჯოპუას რამდენიმე დღით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების საკითხსაც შეეხება. შეგახსენებთ, რომ ჯოპუას გაუჩინარებაში აფხაზური მხარე საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ადანაშაულებდა. აღნიშნული თემა ჯგუფის წინა შეხვედრისას მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. განსახილველ თემებს შორის არის რაიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოების საკითხებიც. ქართულ მხარეს შეხვედრაზე შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი წარმოადგენს.