პუბლიკაციები
ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა მწუხარებას გამოთქვამს ქართლ-კახეთის მეფის და რუსეთის საიმპერატორო დინასტიის შთამომავლის - დავით ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს - საქინფორმი აშშ-დან გვატყობინებს

1liga-sazog-1-anal-1აშშ, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკაში საქინფორმის ბიუროს ხელმძღვანელი, ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის დამფუძებელი და პრეზიდენტი ელიზა აბელაშვილი ნიუ-იორკიდან გვატყობინებს:

„პრინცი ჭავჭავაძის გარდაცვალებას დიდი სტატიით გამოეხმაურა ,,ვაშინგტონ პოსტი". როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, დავით ჭავჭავაძე, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელი, იმ საიდუმლო კომუნიკაციებს აკონტროლებდა, რომელიც მისი წინაპრების სამშობლოს ეხებოდა. დავით ჭავჭავაძემ თავისი სამსახურის დიდი ნაწილი ბერლინში გაატარა, მეორე მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის დასაწყისში. მის მოვალეობებში შედიოდა, აგრეთვე, საბჭოთა აგენტების გადაბირებაც.

დავით ჭავჭავაძე ენათესავებოდა რომანოვების დინასტიას, რომელიც რუსეთს 300 წლის განმავლობაში მართავდა. დედამისი ნინა, რუსი პრინცესა და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი იყო, რომელიც 1825-დან 1855 წლამდე მეფობდა. მამამისი კი, პავლე ჭავჭავაძე, ქართველი თავადი, კავკასიაში მდებარე ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ბოლო მონარქის, მეფის გიორგი მეთორმეტის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომელიც 1801 წელს გარდაიცვალა.

დავით ჭავჭავაძე დაიბადა 1924 წლის 20 მაისს ლონდონში, სადაც რევოლუციისაგან დევნილმა მისმა მშობლებმა, რუსი თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა, თავშესაფარი ჰპოვეს. მამამისი მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა - ქართულიდან ინგლისურად თარგმნიდა, თან საზღვაო მიმოსვლის კომპანიაში მუშაობდა. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. აშშ-ში ყოფნის დროს მათ კავშირი ჰქონდათ „თეთრი რუსეთის“ ემიგრანტულ საზოგადოებასთან, მაგრამ ფინანსურად უჭირდათ. დავით ჭავჭავაძეს ჯერ მასაჩუსეტსის შტატის კერძო კოლეჯში, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში სწავლისას სტიპენდიას უხდიდნენ.

დავით ჭავჭავაძე ომის შემდეგ ბერლინში მსახურობდა, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად იელის უნივერსიტეტში დაბრუნდა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. მალე იგი სამუშაოდ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მიიღეს, თავისი ძველი უნივერსიტეტელი მეგობრის რეკომენდაციით. თავის მემუარებში იგი საკმაოდ ვრცლად აღწერს სამსახურის ხასიათს, რომელშიც, სხვადასხვა მოვალეობებთან ერთად, აგენტთალეგენდისშექმნაც შედიოდა, მაგალითად, რომელიმე ოფიცრის [მზვერავის] გაფორმება სავაჭრო ან სასოფლო-სამეურნეო მისიებში, .. „სახურავისსახით. სადაზვერვო სამსახურიდან იგი 1974 წელს გადადგა და ცხრა წლის მანძილზე მოგზაურობდა და საბჭოთა კავშირიდან გამოქცეულ დისიდენტებს ხვდებოდა ხოლმე.

პირველი ქორწინებიდან დავით ჭავჭავაძეს ორი ქალიშვილი დარჩა - მარია და ალექსანდრა, ხოლო მეორედან ქალ-ვაჟი - ქეთრინ და მაიკლ ჭავჭავაძეები, აგრეთვე ექვსი შვილიშვილი. არის მემუარული წიგნის ავტორი: ,,დიდი თავადები"“ - წერს ,,ვაშინგტონ პოსტი".