პოლიტიკა
„მეტი საქართველო ევროკავშირში, მეტი ნატო საქართველოში!“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა
1bolSe-polit-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მისი განცხადებით, თამარ ბერუჩაშვილი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია, რომელიც იცნობს ქვეყანის წინაშე მდგარ ამოცანებს და იცის, რა უნდა გაკეთდეს საგარეო პოლიტიკის სფეროში. მან ზუსტად იცის როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, ურყევი ნება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში,“– განმარტა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის დახასიათებით, თამარ ბერუჩაშვილს აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე დიპლომატიურ სფეროში.
მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სხვადასხვა დროს მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის და მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება; საქართველოს ევროინტეგრაციის თემებზე მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება. იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქალბატონ თამარს თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ქალბატონ თამარს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და აკადემიურ სფეროში საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილება. ის გახლავთ ასოცირებული პროფესორი. ასევე, ევროპაში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა სამაგისტრო ლექციებს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.