უცხოეთი
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ორი შეთანხმება გააფორმეს, რომლებიც ამ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის გაუგებრობის თავიდან აცილებისკენ არის მიმართული. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
სავარაუდოდ, აღნიშნულ დოკუმენტებს დღეს გაასაჯაროებენ.
შეთანხმებები, გათვითცნობიერებული წყაროების ცნობით, სხვადასხვა ღონისძიების, მაგალითად, სამხედრო წვრთნების ჩატარების თაობაზე, ერთმანეთისთვის შეტყობინების მექანიზმს ეხება. ისინი ასევე მოიცავენ ქმედებათა წესების ერთობლიობას შეირაღებული ძალების შეჯახებისას ზღვასა და ჰაერში.
ობამასთან საუბრის მიმდინარეობისას სი ძინპინმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის უპირატესობა დაახასიათა მეტაფორით: „ტბორი იწყება წვეთით“. პასუხად ამერიკის ლიდერმა შენიშნა: „თუ აშშ-სა და ჩინეთს ერთად ეფექტიანად მუშაობის უნარი შესწევთ, ეს მთელი მსოფლიოსთვის მომგებიანია“.