უცხოეთი
ბატალიონი „აიდარი“ კიევს სამხედრო გადატრიალებით ემუქრება

Aidar-zar-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პოლიტიკურმა ძალებმა სადამსჯელო ბატალიონი „აიდარის“ კლონირების წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს.
ამის შესახებ უკრაინის ტელეარხის ეთერში ერთ-ერთი ასეთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე ვალენტინ ლიხოლიტმა განაცხადა.

„არსებობს ბატალიონი „აიდარი“, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს წინა მხარეს, ქალაქ სჩასტიეში იმყოფება, - აღნიშნა მან, - მეორე პოლოვინკინოში დგას, ეს რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ ქალაქ სჩასტიეს ალყაში მოაქცევენ. კიევში არის ხალხი, რომელიც ავტომატებით ჩამოდის. უცნობია, როგორ ახერხებენ ისინი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან იარაღის ჩამოტანას“.

ამასთან, მათი სპონსორების ვინაობა, ვინც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას ახდენს იარაღით ხელში, არ აფიშირდება. შესაძლოა, ასე ცდილობს ხელმძღვანელობა, გაემიჯნოს მებრძოლებს, რომლებიც ხელისუფლებასთან კონფლიქტში ჩაერთნენ, და შეინარჩუნოს შეიარაღებული ფორმირება, რომლის დაშლაც არაერთხელ დაუპირებიათ.

კიევის პროკურორმა უკვე განაცხადა, რომ ე. წ. „მოხალისე ბატალიონები“ მას უკრაინაში მოქმედი ხელისუფლებისთვის პირდაპირ მუქარად მიაჩნია. ეს სიტყვები მან წარმოთქვა სხდომაზე, სადაც ბატალიონის მებრძოლების მიერ შვეულმფრენის მოედნის ხელში ჩაგდება განიხილებოდა, თუმცა არა ფრონტის ხაზზე, არამედ კიევში.

„ერთია, როცა ისინი აღმოსავლეთში ჩვენს სახელმწიფოს იცავენ და სულ სხვაა, როცა ქალაქში იარაღით ჩამოდიან, - განაცხადა კიევის პროკურორმა სერგეი იუდაშევმა, - მეტიც, ამას შიდა საფრთხედ მივიჩნევ. დამეთანხმებით, რომ ისინი არაპროგნოზირებადი არიან და სამხედრო გადატრიალების მოწყობაც კი შეუძლიათ“.