უცხოეთი
პუტინი: „თუ თუნდაც ერთი თურქი ჯარისკაცი სირიის საზღვარს გადაკვეთს, რუსეთი ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს“.
ერდოღანი: „ეს მუქარაა? ჩვენთვის ეს მიუღებელია“.
პუტინი: „როგორც გნებავთ, ისე იფიქრეთ, მე ჩემი სათქმელი ვთქვი“.
გაზეთის ცნობით, ერდოღანმა ამის შემდეგ ტელეფონის ყურმილი დააგდო, მაშინ, როცა ზოგიერთი სირიული და პალესტინური წყარო ირწმუნება, რომ ეს პუტინმა მოიმოქმედა. სხვა წყაროები მიიჩნევენ, რომ ასეთი საუბარი საერთოდ არ შემდგარა.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრი დაძაბვა 10 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ანკარამ იძულებით დასვა 35-მგზავრიანი ბორტი, რომელიც მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან დამასკოსკენ მიემართებოდა.
ანკარაში ამის თაობაზე მოიმიზეზეს, რომ მათი დაზვერვის ცნობით, თვითმფრინავში სამხედრო დანიშნულების ტვირთი იმყოფებოდა. მრავალსაათიანი ჩხრეკის შემდეგ ბორტს ნება დართეს, ფრენა გაეგრძელებინა. თურქეთის პრემიერმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა ბორტზე სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. მისი თქმით, ტვირთის მიმღები სირიის თავდაცვის სამინისტრო იყო, ხოლო გამგზავნი - რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო.