პოლიტიკა
მანანა ნაჭყებია: ,,ახლები’’ აქციაზე მხოლოდ მაშინ გავლენ, თუ ხელისუფლება ძალის გამოყენებას შეეცდება!“

nachkebia"ახალი მემარჯვენეები" დღეს "სხვის მიერ დაგეგმილ აქციას" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუკი ხელისუფლება ძალის გამოყენებას შეეცდება. ამის შესახებ ,,ახალი მემარჯვენეების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ საქინფორმს განუცხადა. ნაჭყებიას განმარტებით, თუკი ხელისუფლება რაიმე ფორმით შეეცდება ძალის გამოყენებას მშვიდობიან მოქალაქეებზე, ,,ახლები’’ მმართველ გუნდს ამის უფლებას არ მისცემენ და დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. თუმცა ნაჭყებია განმარტავს, რომ ეს არ იქნება ''წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან'' შეერთება ან აქციაში მონაწილეობა. ისინი მხოლოდ მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად გამოვლენ ქუჩაში.
გარდა ამისა, ,,ახლების’’ პოზიციაა, ხელისუფლების ნებისმიერი ძალისმიერი ქმედების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები საქმის კურსში ჩააყენონ, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებები რომ არ დარღვიოს.