საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. პარტია „ამცახარას“ თანათავმჯდომარე გარიკ სამანბა აღნიშნავს, რომ პარტია მუდამ მომხრე იყო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების და „ეჭვქვეშ არ აყენებდა რფ-სთან ძმურ ურთიერთობებსა და აფხაზეთსა და რფ-ს შორის სტრატეგიულ კავშირს“.
ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ რიგგარეშე ყრილობა სოხუმში ხუთშაბათს გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი უკავშირდებოდა პარლამენტში რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების პროექტის განხილვას თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ.
უწინ იტყობინებოდნენ, რომ აფხაზეთის პარლამენტში შეტანილია რფ-ში მომზადებული შეთანხმება „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“. მედიის მონაცემებით, შეთანხმების მე-ხ5 მუხლი ითვალისწინებს „რფ-ისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯარების დაჯგუფებების შექმნას გარე აგრესიისგან და აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დასაცავად“. ამ ცნობამ საქართველოში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აფხაზეთის პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რფ-სთან ახალი შეთანხმების აფხაზური რედაქციის შესამუშავებლად.
ყრილობაზე განაცხადეს, რომ „ამცახარა“ ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. პარტიაში თვალსაჩინოდ მიაჩნიათ მოქმედი შეთანხმების კორექტირების აუცილებლობა, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წელს აფხაზეთსა და რფ-ს შორის. ამასთან, ახალ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე მუშაობისას უპრიანი არ არის აჩქარება, - აღნიშნავდნენ გამომსვლელები. „ამცახარა“ მხარს უჭერს რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების პროექტის ბევრ თეზისს, თუმცა არის დეტალები, რომლებიც ფართო განხილვასა და შიდააფხაზურ კონსესუსს მოითხოვს, - ითქვა ყრილობაზე.