უცხოეთი
ბატონმა ობამამ პირველმა დაინახა ბატონი პუტინი და მისალმების ნიშნად ხელი დაუქნია. ვლადიმერ პუტინი მას მიუახლოვდა, ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს, რომელიც 7-8 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლიდერები ფოტოსურათების გადაღების ცერემონიისთვის გავიდნენ.
უწინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა პეკინში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შედგეს. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი სიუზენ რაისი კი აცხადებდა, რომ ბარაქ ობამა არ გეგმავს ოფიციალურ შეხვედრას ვლადიმერ პუტინთან G20-ის სამიტზე, თუმცა, ლიდერებმა შესაძლოა არაფორმალურ გარემოში ისაუბრონ.