უცხოეთი
რფ-ის ხელმძღვანელმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უპირატესობებზე ისაუბრა

glava-zar-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უპირატესობებზე ისაუბრა.

სწორედ ღიაობის პრინციპებზე, გამჭვირვალობაზე დაფუძნებითა და მსო-ს ნორმების შესაბამისად, რუსეთი, ყაზახეთსა და ბელარუსთან ერთად, შეერთებული სომხეთით, ქმნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და 2015 წლის 1 იანვრიდან ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი ბაზარი“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვიეტნამთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. „დიალოგისთვის ღია ვართ სხვა პარტნიორებთანაც, მათ შორის არსებულ და შექმნის პროცესში მყოფ ინტეგრაციულ გაერთიანებებთან“, - მოუწოდა თანამშრომლობისკენ სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ევრაზიაში ინტეგრაციული პროცესების ერთობლიობა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.