პუბლიკაციები
„2009 წელს, ყოფილმა სააკაშვილი-ადეიშვილის გუნდის წევრმა და მათი უახლოესმა მეგობარმა, КГБ-ს ყოფილმა თანამშრომელმა და КГБ-ს პრინციპებზე აღზრდილმა - ამხანაგ ირაკლი ალასანიამ უსინდისოდ დაერღვია საქართველოს მოქმედი კანონი!“

an-geo-mainსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატები"-ს ყრილობას, (ქ. თბილისი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი);

ასლი: საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანს;
ასლი: საქართველოს მთავარ პროკურორს ბ-ნ გიორგი ბადაშვილს;
ასლი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით უსუფაშვილს;
ასლი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს (ინფორმაციის სახით);
ასლი: საქართველოს მასმედიას.

 ქალბატონებო და ბატონებო!

მოგესალმებით ყველას, ვინც შეგროვდა დღეს თბილისში, ფილარმონიის შენობაში ე.წ. "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე!

ჩემო თანამემამულეებო, ძვირფასო ქართველებო, დარბაზში მყოფ ზემოდ აღნიშნულ პარტიის ყრილობის დელეგატებო და მონაწილეებო, თქვენ მოგმართავთ მე - გიორგი გახოკია "საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე (რეგისტრაციის 176, 2003 წ.).

2009 წელს, ყოფილმა სააკაშვილი-ადეიშვილის გუნდის წევრმა და მათი უახლოესმა მეგობარმა, КГБ-ს ყოფილმა თანამშრომელმა და КГБ-ს პრინციპებზე აღზრდილმა - ამხანაგ ირაკლი ალასანიამ, შესძლო უსინდისოდ დაერღვია საქართველოს მოქმედი კანონი და ყველა მორალურ-ეთიკური ნორმების იგნორირებით, დაერეგისტრირებინა თავისი პარტიული ორგანიზაცია მსგავსი დასახელებით და რაც მთავარია - ორი მეტად მნიშვნელოვანი სიტყვის (აბრევიატურის) გამოყენებით "თავისუფალი დემოკრატები".

რა თქმა უნდა ი. ალასანიას მოეწონა ჩვენი პარტიის მთლიანი სახელწოდება, მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამხელა პოლიტიკური ამბიციების მქონე "ვაჟბაქლგმა" ვერ შესძლო მოეფიქრებინა სხვა რაიმე ორიგინალური დასახელება მის მიერ შობილ ორგანიზაციისათვის და, საცოდავს, ნიჭიც და რა თქმა უნდა, სინდისიც არ ეყო, რომ ყველაფერში ყოფილიყო ორიგინალური და ინდივიდუალური!!!

სე უსინდისოდ მოპარული სახელი დაარქვა მან თავის პარტიას, რომელსაც, როგორც სჩანს, არავითარი შანსი არ ჰქონდა გაზრდილიყო სამომავლოდ და ქვეყნის ბედნიერ ლიდერად ქცეულიყო...

ი. ალასანიამ დაჰკარგა რეალობაში ყოფნის რესურსი მანამ, სანამ ის ჩვენ მოგვპარავდა პარტიის (თუნდაც ნაწილობრივ) დასახელებას, რადგან მას ისეთ გარემოცვასთან ჰქონდა ურთიერთობა! ის ხომ მთელი წლების განმავლობაში ნაცებთან უნისონი სუნთქავდა და ეს მისი საქციელი, კერძოდ, აგრეთვე ყველაფერი სხვა ჩადენილი ნეგატივი - უკვე განაჩენი იყო მისთვის და მისი პარტიის მიმართ.

მე და ჩემი თანაგუნდელები, იძულებულნი ვიყავით მოგვეთმინა ეს კრიმინალური და საზიზღარი საქციელი, ე.წ. "პოლიტიკური მოღვაწესგან" მხოლოდ გასაგები მიზეზების გამო - ვინ შეეჭიდებოდა თვით ადეიშვილის გადაწყვეტილებას, ან ვინ გაბედავდა ამას?!

კიდევ მოვითმინეთ და ისევ ვაპატიეთ ი. ალასანიას (თუმცა ე.წ. "ლიდერი" ყოველთვის ცდილობდა, უკანასკნელად 2012 წელს, პარტიის სახელის ტრანსფორმირებას), ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტის, ქვეყნის მხსნელის და "ქართული ოცნების" ლიდერის, დიდი ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პატივისცემით!

რადგან ი. ალასანია კოალიციის წევრი გახდა და მეც და ჩემი კოლეგებიც მხარს უჭერდით, აგრეთვე დღესაც უჭერთ მხარს კოალიციას, ამიტომაც დავთმეთ და ჩავთვალეთ, რომ არასწორი იქნებოდა ამ ეტაპზე ამაზე კამათი... რადგან გასაგები მიზეზების გამო, ეს ინტელექტუალური "ქურდობის ფაქტიც", ე.წ. პოლიტიკური პლაგიატი - საერთო ლაქა იქნებოდა კოალიციის იმიჯზე...

დღემდეც ვერ შეიგნო მან რა ჩაიდინა, როდესაც არა მარტო კოალიციის სახელი და მისი ლიდერის ავტორიტეტი დააყენა საფრთხის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის ავტორიტეტი და უსაფრთხოება (არაფერს ვამბობ იმ უსინდისოდ მოპარულ მილიონებზე, მშიერ და გარდაცვლილ ჩვენს შვილებზე - ჯარისკაცებზე, ნეტავ თავის საკუთარ შვილებს თუ მოექცეოდა ამგვარად!?) - სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მოგმართოთ თქვენ, ი. ალასანიას დროებით, ასე მგონია და მჯერა, თანაგუნდელებს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან გამოიტანოთ სათანადო შეფასებები, მიიღოთ კანონიერი გადაწყვეტილებები, გამოუტანოთ თქვენს პარტიას და მის ლიდერს ამხანაგ ი. ალასანიას კუთვნილი განაჩენი...

აქედან გამომდინარე ვთხოვ ყველა ადრესატს:

1. პარტიის ყრილობის დელეგატებმა - მიიღოთ გადაწყვეტილება პარტიის სახელწოდების შეცვლის შესახებ, საერთოდ ამოღებული უნდა იქნას აბრევიატურა "თავისუფალი დემოკრატები" თქვენი პარტიის დასახელებიდან! აბსოლიტური ლოგიკიდან გამომდინარე და კანონის შესაბამისად, მხოლოდ "საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის" წევრები არიან (და უნდა უწოდოთ კიდეც მხოლოდ მათ!) - "თავისუფალი დემოკრატები"! თქვენი დღევანდელი პარტიის სახელწოდება არა მხოლოდ თქვენ, პირველ რიგში და აგრეთვე ჩვენც გვიშლის ხელს მუშაობაში სხვა რომ არა, როგორც კანონის იგნორირება და ეთიკური ნორმების დარღვევა, უსინდისოდ მოპარული აბრევიატურის შედეგად! (სულ უკეთესი იქნებოდა, ჩემის აზრით, თუ გარდა ამ პრობლემისა და ცნობილი სკანდალის შემდგომს, საერთოდ შეიცვლით სახელს, სახეს და ლიდერს!).

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს და საქართველოს სახელმწიფო პროკურორს ვთხოვ შეაფასოს ეს ჩემი მიმართვა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, კერძოდ:

ა) დაეკისროს ი. ალასანიას შეცვალოს პარტიის დასახელება და დაევალოს საერთოდ ამოღებული იქნას ხმარებიდან აბრევიატურა "თავისუფალი დემოკრატები";

ბ) გადმოგვიგზავნოთ სათანადო დასკვნა, რომლის საფუძველზე შევძლებთ მომავალში მივმართოთ სასამართლოს, რადგან იქნას სრულყოფილად ანაზღაურებული ჩვენი და ჩვენი პარტიის მორალურ-ეთიკური და იურიდიული მიყენებული ზარალი, რადგან დაუკითხავად, მომქმედი კანონმდებლობის დარღვევით, იქნა ნაწილობრივ გამოყენებული ჩვენი პარტიის სახელწოდება (აბრევიატურა).

3. საქართველოს პარლამენტს და მის თავმჯდომარეს ვთხოვ გააკეთოს სათანადო დასკვნა და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ასეთ უპრეცენდენტო სიტუაციაში და აგრეთვე აღკვეთოს მომავალში პარტიის ამ დასახელებით ფუნქციონირება პარლამენტში.

ღრმა პატივისცემით ყველას მიმართ,
საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე,
კინორეჟისორი გიორგი გახოკია

an-geo-1
an-geo-2
an-geo-3