უცხოეთი
ობამას ადმინისტრაციის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას არ მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში. მათი ამოცანა ერაყის არმიისა და ქურთი სახალხო მოლაშქრეების წვრთნა იქნება. კონტინგენტი ბაღდადისა და ქალაქ ერბილის მახლობლად მდებარე ბაზებზე განთავსდება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს სთხოვა, ერაყსა და სირიაში ისლამისტებთან საბრძოლველად 5.6 მლრდ დოლარი გამოჰყოს.