უცხოეთი
ულიუკაევი: რფ და იაპონია, სანქციების მიუხედავად, თანამშრომლობას განაგრძობენ

zarubeZom-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთმა და იაპონიამ განაცხადეს თავისი განზრახვის შესახებ, გააგრძელონ ინვესტიციური თანამშრომლობა, მიუხედავად სანქციებისა, - განუცხადა ჟურნალისტებს რფ-ის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ იოიტი მიიაძავასთან ორმხრივი შეხვედრის შეჯამებისას.

რაც შეეხება იაპონიას, ჩვენ სწორედ იმაზე ვლაპარაკობდით, რომ სანქციების რეჟიმი ნეგატიურად აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ, საქონლის მიმოქცევაზე, რომელმაც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, წელს კი უარყოფით დინამიკას უჩვენებს. ამაში ჩვენ სანქციების პირდაპირ გავლენას ვხედავთ“, - განაცხადა ულიუკაევმა.

მისი თქმით, მან იაპონელი კოლეგის ყურადღება მიაპყრო იმას, რომ უნდა გამოინახოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, რომელიც არც ერთი მხარისთვის მომგებიანი არ არის.

ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა იაპონელ კოლეგასთან. მე ის ძალიან კონსტრუქციული მომეჩვენა. კერძოდ, ის, რომ მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩემს წინადადებას ინვესტიციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ და იმას, რომ ჩვენ იაპონიასთან არ ვწყვეტთ ურთიერთობებს ინვესტიციების სფეროში“, - განაცხადა მინისტრმა.