უცხოეთი
ლავროვი: რფ და აშშ კიევს დაარწმუნებენ, ჟენევის შეთანხმება შეასრულოს

1-zarubeZom-1საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვი და ვაშინგტონი შეეცდებიან, დაარწმუნონ უკრაინის ხელისუფლება, შეასრულოს ჟენევის ვალდებულებები დონბასში კონფლიქტის დეესკალაციის თაობაზე, - აცნობა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის „ველზე“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან ორმხრივი შეხვედრის შეჯამებისას.

ჟენევაში 17 აპრილს გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინას, რფ-ს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ კონფლიქტის დეესკალაციის ზომებზე. რფ-მ არაერთხელ მიუთითა უკრაინის მიერ ჟენევის შეთანხმების დარღვევაზე.

ვიმსჯელეთ უკრაინაზეც. გავიხსენეთ ჟენევის ფორმატი, როცა აპრილში ჟენევაში რუსეთის, აშშ-ის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები შეხვდნენ. გავიხსენეთ, რომ ჟენევის 17 აპრილის განცხადებაში უკრაინის ხელისუფლებამ, თავისი მინისტრის სახით, ივალდებულა დაუყოვნებლივ დაეწყო პოლიტიკური პროცესი, კონსტიტუციური რეფორმა ყველა რეგიონის, პოლიტიკური ძალის მონაწილეობით“, - განაცხადა ლავროვმა. „ჩვენ, ჯონ ქერისთან შევთანხმდით, რომ ეს ამოცანა უწინდებურად, შესაძლოა უფრო მეტადაც, აქტუალურია, ვიდრე ეს იყო აპრილში, როცა ამ პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებაზე ვსაუბრობდით. შევეცდებით, დავარწმუნოთ უკრაინის ხელმძღვანელობა, დაიწყოს ამ ვალდებულებების შესრულება“, - დასძინა მინისტრმა.