პუბლიკაციები
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ მესამე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან

1-lazare-analit-1-Mainსაქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. 2014 წლის 6 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა საზოგადოებრივი მოძრაობალაზარეს მესამე გაფართოებული ეროვნული შეკრება (ვიდეოს უყურეთ აქ).
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“ 2012 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში, დიდი ქართველი პოეტის – რეზო ამაშუკელის, ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაფუძნდა, რომლის მიზანიც საქართველოსათვის წმიდათაწმიდა ღირებულებების  –  მამულის, ენის, სარწმუნოების, დედაეკლესიის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა. 
დარბაზის პარტერი, ლოჟები და ყველა იარუსი ლაზარესმხარდამჭერთა მიერ იყო გადავსებული. შეხვედრას  ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, სახელოვანი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და პოეტები, მხატვრები, ექიმები, ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები, ომისა და ქართული შეიარაღებული ძალების ვეტერანები, მღვდელმსახურები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობის“ წევრები და ლიდერი, ჟურნალისტები და, რა თქმა უნდა, მოძრაობა ლაზარეს დამფუძნებლები, მთავარი საბჭოს წევრები, მათ შორის - ასავალ-დასავალის გამომცემელი  და მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომლებმაც ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწიეს.

გამომსვლელთა სიტყვები ძალიან ემოციური იყო, რაც ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და კონკრეტულ პრობლემებს მოიცავდა. ღვაწლმოსილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ:

1. დიმიტრი ჯაიანი - სახალხო მსახიობი, რომელმაც შეკრების მონაწილეებისადმი მერაბ ბერძენიშვილის წერილი-მიმართვა წაიკითხა;

2, თემურ გოცაძე - სახალხო მხატვარი;

3. ელიზბარ ჯაველიძე - აკდემიკოსი, თურქოლოგი;

4. ანზორ თოთაძე - პროფესორი, დემოგრაფი, „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;

5. ვახტანგ ხარჩილავა- პოეტი, პუბლიცისტი, გაზეთ „საერთო გაზეთის“ მათავარი რედაქტორი;

6. ნანა დევდარიანი - პუბლიცისტი;  

7. ტრისტან წითელაშვილი - გენერალი, აფხაზეთის 90-92 წლებისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პატიმარი;

8. ლადო სადღობელაშვილი - ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი თაობის“ ლიდერი;

9. ჯაბა ხუბუა - მედიაკორპორაცია „ასავალ-დსავალის“ ჟურნალისტი;

10. ლალი მაღრაძე - მსახიობი, დიასახლისი;

11. დავით მხეიძ - პუბლიცისტი;

12. იური მეჩითოვი - ფოტო ხელოვანი, ნოოლოგიის ცენტრის ექსპერტი;

13. თამარ კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე;
14. ალეკო ცინცაძე - მათემატიკის პროფესორი, „საერთაშორისო კომპიუტერული კადემიის“ აკადემიკოსი, „საზოგადოებრივი მოძრაობა ლაზარეს“ თავმჯდომარის მოადგილე.

15. რეზო ამაშუკელი - პოეტი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე”-ს თავმჯდომარე. 

სამწუხაროდ, გამომსვლელთა და სიტყვით გამოსვლის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ, მიუხედავად რეგლამენტისა, ყველას გამოსვლა ვერ მოხერხდა, თუმცა, შეკრება გვიან საღამომდე გაგრძელდა.

შეკრების დამთავრებისას საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ გაფართოებული შეკრების მოინაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველი ხალხისადმი  მიმართვა მიიღეს.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა ლაზარეს“ მიმართვა ხელისუფლებასა და ქართველი ხალხისადმი

 „ნაცმოძრაობის“  9-წლიანი რეჟიმის ძალმომრეობის პერიოდში  ადამიანის ფუნდამენტური უფლების ხელყოფის, მოქალაქეთა კერძო საკუთრების, მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართველი ერის ღირსებისა და შეურაცხყოფის გამო,  „საზოგადოებრივი მოძრაობა ლაზარე“ შეკრების დამსწრეთა უმარვლესობის თანხმობით უფლებამოსილია განაცხადოს:

1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური მარცხის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი კვლავინდებურად  აგრძელებს ქართული საზოგადოების დაშანტაჟებასა და არსებული ხელისუფლების მიმართ საბოტაჟს;

2. ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული პოლიტიკის ხელშეწყობისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ე.წ. "თბილისური მაიდნის" მოწყობის მიზნით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაცია:

3. ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული და  დაფინასებული  არასამთავრობო ორგანიზაციები, საგრანტო სისტემაზე არსებული და „ექსკლუზიური უფლების მქონე“ არასამთავრობო სტრუქტრები, ასევე ჟურნალისტთა კორპუსი, რომელსაც წინარე, ნაციონალურ ხელისუფლებასთან საეჭვო კავშირი აქვს დამყარებული, მიზანმიმართულად ეწევიან საზოგადოების დეზინფორმაციას, რაც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული, სამართლებრივი პროცესების წარმართვას;

4. ნაცმოძრაობის გამუდმებულმა რევანშისტულმა მუქარებმა, ფართო საზოგადოების აზრის იგნორირებამ და უცხოელი ლობისტების არაობიექტურმა, ტენდენციურმა პოზიციებმა, შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც ათაწლეულებით გადაავადებს როგორც ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროსტრუქტურებთან მის ინტეგრაციას, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის უმიშვნელოვანეს საკითხს;

5. შემნილი რთული ვითარების გათვალისწინებით,  საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე“ მოგიწოდებთ, რომ საზოგადოებაში გაუსვრელი, პრინციპული, პატიოსანი და სამართლიანი  პოლიტიკოს სტატუსის მქონე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით გამოეცხადოს მხარდაჭერა, რათა მან ჩვეული უკომპრომისობითა და პრინციპულობით, შეძლოს ქართველი ხალხის უპირობო მოთხოვნის- დანაშაულებრივი „ნაციონალური რეჟიმის“ გასამართლების დაწყებული პროცესის ბოლომდე  მიყვანა;

6. ქართველი საზოგადოების მიუკერძოებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუიძველზე  შეიქმნას "სახალხო  ტრიბუნალის საზოგადოებრივი საბჭო";

7. "სახალხო ტრიბუნალის საზოგადოებრივ საბჭო"-ში და სხვა ობიექტურ არასამთავრობო ორგანიზაციებან ერთად ჩართულ იქნას საზოგადოებრივი მოძრაობა "საზარეც", რაც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების შესაფესებისას ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების  დამკვიდრებულ "ექსკლუზიურ უფლებას" გამორიცხავს და  პლურალიზმის ხელშემწყობი ფაქტორიც გახდება;

8. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე“, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე კვლავ აყენებს საკითხს, დაცულ იქნეს და საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს  საზოგადოებისთვის აქტუალური ზნეობრივი კატეგორიები, აღიკვეთოს ეროვნული ღირსებისა და   რელიგიური გრძნობების  შეურაცხყოფა;

9. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" შეკრების მონაწილეთა სახელით მოითხოვს: ყოველგვარი მფარველობისა და მიკერძოების გარეშე გაგრძელდეს ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი დანაშაულებრივი ნამოქმედარის ობიექტური გამოძიება და სამართლებრივი შეაფასება, რასაც, სასურველია დაერთოს როგორც მორალურ-ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური და სულიერი ძალადობის ფაქტები;

10. შეკრება მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებს მიმართავს თხოვნით, საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სასამართლოს (როგორც თავისი ქვეყნის რეალურ ბატონ-პატრონს), ნაცმოძრაობის საერთაშორისო ლობისტების, თანამეგობრობის ზეწოლისა და "პოლიტიკური ნიშნით დევნის კვალიფიკაციაზე" აპელირების ნაცვლად- ობიექტრუი განაჩენების დამოუკიდებლად გამოტანის შესაძლებლობა მიეცეს;

11. ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სბოტაჟის მცდელობის  თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე“  ფართო საზოგადოებას უახლოეს პერიოდში შესთავაზებს  მოძრაობაში გაერთიანებულ მეცნიერთა მიერ შემუშავებლ  „საერთო ნიადაგის თეორიის“, როგორც „ქართული პოლიტიკური იდეოლოგიის“ კონცეფციას;

12. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე“ ეთანხმება ქართული საზოგადოების მოთხოვნას, საჯაროდ გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას აეკრძალოს პოლიტიკური მოღვაწეობა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“  გაფართოებული შეკრების მონაწილეები

2014 წლის 6 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

1-lazare-1 1-lazare-2
1-lazare-3 1-lazare-4
1-lazare-5 1-lazare-6
1-lazare-7 1-lazare-8
1-lazare-9 1-lazare-10
1-lazare-11 1-lazare-12
1-lazare-13 1-lazare-14
1-lazare-15 1-lazare-16
1-lazare-17 1-lazare-18
1-lazare-19 1-lazare-20