უცხოეთი
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მინისტრების გადაყენების გამო

1-Jen-psaki-zar-2საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს.

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნის გამო, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. „ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს. რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და რომ საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღრებულებების ერთგულია", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.