უცხოეთი
გფრ-ის მთავრობამ უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება მოიწონა

1-Berlin-zar-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანიის მთავრობის კაბინეტმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი მოიწონა.

ამ შეთანხმებას უდიდესი წვლილი შეაქვს აღნიშნულ სამ ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების საკითხში, - განაცხადა ოთხშაბათს, 5 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა ბერლინში. ახლა ისინი ბუნდესტაგს გადაეგზავნება რატიფიკაციისათვის.

საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოსთან, მოდლოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მალტის, სლოვაკეთის  პარლამენტში.