სააკაშვილი ''სათაფლიის'' კეთილმოსაწყობად მილიონებს ხარჯავს
„სათაფლიის“ ახალ ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ბიუჯეტიდან გამოყოფილი 700 000 ლარი და ნავთობკომპანია BP-იდან გადარიცხული 7 000 000 ლარი ხმარდება, მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ კი მინიმალური საარსებო პირობებიც კი არ აქვთ და ძლივს ახერხებენ თავის გატანას.
რეგიონებშის კეთილმოწყობის სამუშაოებზე სააკაშვილი ამდენ ფულს მხოლოდ იმ მიზნით ხარჯავს, რომ მის კეთილისმყოფელ "პატრონებს" ასიამოვნოს, როცა ისინი საქართველოში ჩამობრძანებას მოისურვებენ. ამას, კარგა ხანია, მიხვდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი, მათ შორის წყალტუბოელებიც.
ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა „სათაფლიის ნაკრძალი“. აქ ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო: გაკეთდა გზები, მისასვლელი ბილიკები, დასრულებულია განათების უახლესი სისტემის მონტაჟი, აშენებულია მუზეუმი, ადმინისტრაციული შენობა, კაფეტერია, ვიზიტორების სახლი და უნიკალური შუშის გადმოსახედი.