უცხოეთი
„რუსეთთან ფინეთის ურთიერთობების გამოცდილება, მიუხედავად სიტუაციისა, იმის დემონსტრირების საშუალებას გვაძლევს, თუ რა მოგვწონს და რა - არა. და ეს ერთადერთი ჩვენთვის მისაღები ფორმაა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის“, - განაცხადა ნიინისტიომ და დასძინა, რომ ფინეთმა მხარი დაუჭირა ნატოს, როგორც პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრმა, მაგალითად, ავღანეთში ოპერაციის ჩატარებისას. ფინეთმა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იქ ქვეითი ჯარი გააგზავნა.
„ჩვენ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს, თავი ავარიდოთ კონფლიქტებს რუსეთთან. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს მთლად წარმატებული არ ვყოფილვართ. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ გეოგრაფია, რფ-სთან ხომ საერთო, 1300 კმ-იანი საზღვარი გვაქვს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ერთად აღებულს, გააჩნია. ნატოში გაწევრების შემთხვევაში ალიანსის საზღვრები რუსეთთან გაორმაგდება. ესეც გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ნიინისტიომ.