უცხოეთი
მეთიუ ბრაიზა: „ირაკლი ალასანია ძლიერი ლიდერი, საქართველოს პატრიოტი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია“

1-MeTiu-zar-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს ეხმაურება და თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას ძლიერ ლიდერს, საქართველოს პატრიოტსა და ღრმად პატიოსან ადამიანს უწოდებს.

"საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ალასანია ძლიერი ლიდერი, საქართველოს პატრიოტი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია",- განუცხადა პირWელს  მეთიუ ბრაიზამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია 4 ნოემბერს გადააყენა. მოგვიანებით გადადგომის შესახებ განცხადება ალექსი პეტრიაშვილმაც გააკეთა.

ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები ევროატლანტიკური კურსის მიმართ შეტევად შეაფასა. პრემიერმა კი ამ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.