მოგერინის ეჭვი ეპარება რფ-ის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციების ეფექტიანობაში
საქართველო, 5 ნოემბერი,
საქინფორმი. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი
ფედერიკა მოგერინი ეჭვობს, რომ ევროკავშირის სანქციები რფ-ის წინააღმდეგ პოლიტიკურ ჭრილში იმუშავებს. ამის შესახებ მან გაზეთ „
ლა მონდესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სანქციები შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს ადგილზე სიტუაციის გათვალისწინებით. ეკონომიკური თვალსაზრისით, ისინი მოქმედებს. თუმცა, საკამათოა მათი ეფექტიანობა პოილიტიკურ ჭრილში. ვსვამ კითხვას: შეუძლიათ თუ არა მათ, შეცვალონ რუსეთის ხელისუფლების პოზიცია? პასუხის გაცემა მხოლოდ ამ ხელისუფლებას შეუძლია. თუმცა ევროპელებსაც მოუწევთ მასზე პასუხის გაცემა“, - აცხადებს მოგერინი.