უცხოეთი
ზახარჩენკომ ოფიციალურად დაიკავა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტი

1-Glava-zar-2საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არჩეულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოწმობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცესკო-ს თავმჯდომარის, რომან ლიაგინის ხელიდან ინაუგურაციის ცერემონიაზე მიიღო.

ზახარჩენკომ ბიბლიაზე დაიფიცა, რომ „პატიოსნად შეასრულებს მოვალეობებს“. მან ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელთა არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართა. გამარჯვება მოიპოვეს მოქმედმა ლიდერებმა - იგორ პლოტნიცკიმ - ლუგანსკში და ზახარჩენკომ - დონეცკში.