სამართალი
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილობრივ განსაჯაროებას მოითხოვს

1-Gostaina-samart-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შესაბამისი ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს გაუგზავნა. 31 ოქტომბერს კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები.

აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო (გრიფის მიმნიჭებელი უწყება) მიმართავს საქართველოს პროკურატურას თხოვნით, გადაეცეს საქმის მასალები შემდგომი დაბრუნების პირობით. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა.

შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს.