უცხოეთი
თავისუფლება სიკვდილის შემდეგ. ევროკავშირმა სლობოდან მილოშევიჩის „რეაბილიტირება“ მოახდინა

1-slobod-zar-3საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელმა „კეთილშობილურად“ დაუბრუნა გადაადგილების თავისუფლება 8 წლის წინ გარდაცვლილ, ყოფილი იუგოსლავიის ექსპრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს. და მაშინვე ნათელი გახდა, რომ ევროპული „წყალობისთვის“ საკმარისია, რომ სახელმწიფო დაიშალოს, მისი ლიდერი კი საგანგებოდ ამისათვის შექმნილი ჰააგის ტრიბუნალის ციხეში აღესრულოს. და ამ უცნაური სიკვდილის შემდეგ 8 წელი გავიდა. ევროკავშირმა მილოშევიჩს გადაადგილების თავისუფლება დაუბრუნა, როცა ის უკვე არათუ გადაადგილდა, არამედ, დაფუძნდა კიდეც იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

მილოშევიჩის პატიებით ევროკავშირმა, ნებსით თუ უნებლიედ, აღიარა მისი ისტორიული და პოლიტიკური ფასეულობა, რაკიღა ივარაუდა, რომ მიუხედავად ყველა ცოდვისა, რომელშიც ის დასავლეთმა დაადანაშაულა, სერბეთისთვის იგი მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა.