სამართალი
ალასანიას სამადლობელი წერილი ავთანდილ კემულარიას - „ჩემთვის განსაკუთრებული პატივია იმ ჯარისკაცების გვერდით სამსახური, რომლებიც მთელი ცივილიზებული სამყაროს და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს თავდადებით ემსახურებიან“

1-Blagodar-sam-3-mtსაქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე დაკავებული ავთანდილ კემულარიას შესახებ გაზეთმა "ასავალ დასავალმა" პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის კემულარიას პატიმრების ცემაში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

კემულარიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს მისი და, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მინისტრი ირაკლი ალასანია სამადლობელი წერილის ფოტო-მასალა. "ქალბატონო ვენერა/ ბატონო თამაზ

მინდა გულწრფელი მადლობა გითხრათ თქვენი შვილის მიერ სამშობლოდან შორს, ავღანეთში გაწეული თავდადებული სამსახურისთვის.

ავთანდილი ავღანეთში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში პირნათლად და ვაჟკაცურად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს...", - ნათქვამია, კერძოდ, წერილში, რომელიც ოჯახის განცხადებით, 2013 წელს მიიღეს.

1-Blagodar-sam-3-qv