პუბლიკაციები
„გიორგი ფოფხაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის განყოფილების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა“ - საქინფორმი ნიუ-იორკიდან იტყობინება

1-Eliza-anal-3-GEOნიუ-იორკი, 3 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ში „საქინფორმის“ ბიუროს ხელმძღვანელი, ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" დამფუძებელი და პრეზიდენტი ელიზა აბელაშვილი ნიუ-იორკიდან გვატყობინებს:

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო რამ მოხდა - შესანიშნავი ჟურნალისტი, ქვეყნის ერთგული მეციხოვნე და ამავდროულად ჩვენი ორგანიზაციის - ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის" პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ფოფხაძე დაინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის განყოფილების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანლად.

ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვულოცავ გიორგის! არ არსებობს ემიგრანტი,რომელსაც ეს ამბავი არ გაახარებს, შემდგომი წარმატებები, გიორგი, ქვეყანას მუდამ მსახურებდი და არ გჭირდება შენ ამის შეხსენება, უფალი იყოს შენი შემწე და მეგზური, მეგობარო!“

,,მოკლედ, მეგობრებო, ორშაბათიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბრიუსელიდან შევხვდებით ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის საზმაუს ხელმძღვანელობას, დირექტორს გიორგი ბარათაშვილს, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ჩათვალა, რომ მე შემიძლია სახელმწიფოსთვის სახელმწიფოებრივად, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ვიმუშაო ბრიუსელიდან... დიდი მადლობა ყველას!

შევეცდები, პირველ რიგში, მაყურებლის იმედები გავამართლო. ჩემი ქვეყნის ადგილს მე პირადად ევროპაში ვხედავ, ამიტომ ბრიუსელში ევროსტრუქტურებში, სადაც მე 14 წელი ვიმუშავე ევროპული ტელე-რადიო საშუალებებისთვის. ძალიან დიდი  ვალდებულებაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა... შევეცდები მუდამ  ვიყო მიუკერძოებელი ოდენ აქამდე ყოფილა... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამარწმუნა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ვინც დიდი  ნდობა გამომიცხადა“, - წერს გიორგი ფოფხაძე თავის Facebook - გვერდზე.