პლასიდო დომინგო უკვე საქართველოშია
მსოფლიოში ცნობილი ტენორი, მაესტრო პლასიდო დომინგო უკვე საქართველოშია. მაესტრო საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და ბათუმში ხვალისთვის დაგეგმილი კონცერტისთვის ქართველ საოპერო ვარსკვალებთან ერთად რეპეტიციას გაივლის.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. აქ ბევრი მეგობარი მყავს. მათ საოცარი ვოკალური მონაცემები აქვთ, რაც ქართული ტრადიციაა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ყოფნის საშუალება მომეცა. იმედია, ეს არის პირველი და არა უკანასკნელი სტუმრობა თქვენს ქვეყანაში“,_აღნიშნა პლასიდო დომინგომ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილი ტენორის კონცერტი ბათუმში ხვალ 18.00 საათზე პიაცას მოედანზე გაიმართება. მაესტრო პლასიდო დომინგო ბათუმში მაყურებლის წინაშე 14 საოპერო არიას შეასრულებს. ბათუმი მაესტროსთან ერთად 25 ნოემბერს 2000 სტუმარს უმასპინძლებს.