რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „საქართველო საფრთხეშია!“

1-Mogut-pol-1-redსაქართველო საფრთხეშია! თუმცა, ეს ის საფრთხე არ არის, რომელზეც მთელი დღე პროპაგანდისტები - გამყიდველი პოლიტიკოსები, „ექსპერტები“, ტელეჟურნალისტები და ე. წ. ენ-ჯე-ო-შნიკები ტელევიზიით ტვინს გვიბურღავენ. საქართველოს რუსეთი არ ემუქრება, ხოლო აფხაზებსა და ოსებთან საერთო შეიარაღებული ძალების შექმნა მხოლოდ ერთზე მიუთითებს - რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთებას! რუსეთს რომ ამ ტერიტორიების მიერთება სურდეს, ვინ შეუშლიდა ხელს ამაში ჯერ კიდევ 2008 წელს?! რატომ დახარჯავს რუსეთი დროსა და ფულს აფხაზებთან საერთო შეიარაღებული ძალების შექმნაზე, მით უფრო, მისი ეკონომიკისთვის არცთუ საუკეთესო დროს (დასავლეთის სანქციები, ნავთობზე ფასების ვარდნა), თუკი მას თავისი უკიდეგანო სივრცეებისთვის მიწის ამ ორი ნაგლეჯის მიერთება ჩაუფიქრებია? განა რუსეთი 2008 წლიდან ისედაც არ ეხმარება აფხაზებსა და ოსებს თავისი შეიარაღებული ძალებით, განა არ აწყობს მათთან ერთობლივ წვრთნებს, განა იქ არ დგანან რუსული სამხედრო ბაზები და მესაზღვრეები -  სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალური თხოვნით?

მაშ რატომ აყვირდა მაინცდამაინც დღეს მთელი ქართული პოლიტისტებლიშმენტი მოსალოდნელ რუსულ ანექსიაზე? მარტო იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო თანამშრომლობისთვის ახალი იურიდიული ფორმის მიცემას აპირებს შეთანხმების გაფორმების სახით?! საქართველოს აშშ-თან უკვე დიდი ხანია ხელმოწერილი აქვს ასეთი სამხედრო შეთანხმება - გამოდის, ამერიკამ საქართველოს ანექსია მოახდინა?! რა ლოგიკით „კარგავს საქართველო საბოლოოდ თავის ტერიტორიებს“ დღეს, და არა 1993 და 2008 წლებში, შევარდნაძისა და სააკაშვილის წყალობით?! რატომ აღელდნენ დღეს თბილისში აფხაზი ეთნოსის შენარჩუნებაზე  უფრო მეტად, ვიდრე თავად აფხაზები? ნუთუ აშშ ქართულ ეთნოსს უკეთ დაიცავს, ვიდრე რუსეთი აფხაზურს?! და რატომ შეშფოთდნენ ვაშინგტონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ხოლო როცა საქართველო ამ ტერიტორიულ მთლიანობას კარგავდა, მისი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი მხოლოდ პამპერსებით შემოიფარგლა? საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ კი არა, რუსეთი რომ ყოფილიყო, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ჯარებით და არა პამპერსებით გამოესარჩლებოდა!

ყველა ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს: საქართველოში მოქმედებენ ანტისახელმწიფოებრივი ანტიქართული ძალები, შემდეგი სახით:

-ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ლიდერი სააკაშვილის ხელმძღვანელობით (არალეგალის, აშშ-ში უვიზოდ მყოფის, რომლის ექსტრადიციასაც, თეთრ სახლთან დაახლოებული უცხოური კომპეტენტური წყაროებიდან შემოწმებული ინფორმაციით, ინტერპოლი 2014 წლის ბოლომდე მოახდენს);

-საქართველოში დღეს დე-ფაქტო მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ (სადაც 10 წევრია, თუმცა ყველა ისინი ხელისუფლების სათავეში იმყოფებიან - პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, მისი პარლამენტარი მეუღლე ხიდაშელი, პარლამენტარი ძმები ბერძენიშვილები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგების მინისტრი ზაქარეიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი და მისი მოადგილე ხაინდრავა);

-საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი (რომელიც შეთქმულებაში იმყოფება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისი მეგობრების - ექსმმართველი პარტიის მთავარი იდეოლოგის, უშიშროების საბჭოს ექსმდივან ბოკერიასა და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, პარლამენტის ექსსპიკერი მაჭავარიანის ღვიძლი ძმის, მეშვეობით);

-თავდაცვის მინისტრი ალასანია და მისი მეუღლის ღვიძლი და - საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე, ასევე მისი თანაპარტუელი მეგობარი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი პეტრიაშვილი, და მეზობელი - ივანიშვილის ექსმრჩეველი, ჩრდილოვანი კომბინატორი ხუხაშვილი;

- სოროსის ფონდის, ამერიკული ინსტიტუტები NDI და IRI-ს მიერ დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების უზარმაზარი არმია;

-ე.წ. ექსპერტები - პოლიტიკური პროქტოლოგები და მათი გამპიარებელი მედია ყველა მსხვილი ქართული ტელეკომპანიის სახით, ასევე, ინტერნეტგამოცემების უმეტესობა და ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთი.

შეძახილებით - რუსეთი მტერი, აგრესორი და ოკუპანტია! - ზემოჩამოთვლილი ანტისახელმწიფოებრივი ძალები მიარბენინებენ ვიწრო კორიდორში, როგორც ხარს კორიდაზე, პრემიერ ღარიბაშვილს არენაზე, სადაც მას, ადრე თუ გვიან „განგმირავს ტორეადორი“ - ალასანია ან აშშ-ის სხვა ხელდასხმული!

გავიხსენოთ, მკითხველო, 2012 წლის 18 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი ძალა - კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა მოახდინა საუბრის მოდელირება, რომელიც, როგორც მე ვიმედოვნებდი, უნდა შემდგარიყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის. ამის შემდეგ გავიდა 2 წელი, თუმცა, 20 წელიც რომ გავიდეს, ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი ბევრად განსხვავებული არ იქნება იმ, ჩემ მიერ მოდელირებული, ვერსიისგან (გაცილებით ნამდვილი და რეალობასთან მიახლოებული, ვიდრე 2010  წელს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მოდელირებული „ქრონიკა“ „საქართველოში „რუსეთის მეორედ მოსვლის“ შესახებ).

ახლახან კი, 20 14 წლის 27 ოქტომბერს, საქინფორმმა შესთავაზა მკითხველებს არა მოდელირებული, არამედ რეალური ექსკლუზივი - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამომწურავად საუბრობს საქართველოსთან მიმართებაში ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკის ყველა ასპექტზე - წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, რომელშიც რუსეთი წინააღმდეგი არაა, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოში ცხოვრობდეს, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭიროა თბილისის დიალოგი სოხუმსა და ცხინვალთან, და არა პრეტენზიები მოსკოვთან.

თითქოსდა, ყველაფერი ბევრჯერ მკაფიოდ ნათქვამი და გამეორებულია... მაშ, რატომ ლაპარაკობენ დღეს დაჟინებით საქართველოს ხელისუფლებაში, ნაციონალ-ოპოზიციასთან ერთად უნისონში, „ძმებ აფხაზებსა და ოსებზე, რომლებსაც არ ესმით თავისი ბედნიერების და უნდა გონს მოეგონ - იცხოვრონ ეკონომიკურად აყვავებულ ევროპულ საქართველოში ნატოს ბაზების მფრაველობის ქვეშ და არ შეერწყან ჭაობში ჩამთრევ რუსეთის იმპერიას რუსული ბაზების დაცვის ქვეშ?!“ კი, საქართველოს უწინდელ და ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც ბევრი სულელია, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტეელექტი და სახელმწიფოევბრივი აზროვნება, მაგრამ სრულებით გამორიცხულია, რომ ისეთი ფიგურები, როგორიცაა, ვთქვათ, ღარიბაშვილი ანდა ბოკერია, არ კითხულობდნენ ზემოდასახელებულ და ყველა მსგავს პუბლიკაციას, რომლებითაც სავსეა ინტერნეტი. მაშასადამე, მათ ყველაფერი კარგად იციან, ყველაფერი ესმით, მაგრამ საპირისპიროს ლაპარაკობენ. ესე იგი, ვიღაცას ასე სჭირდება...

გასაგებია, რომ ეს პიარი სჭირდება ბოკერიას, რათა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში დააბრუნოს, მაგრამ რაში სჭირდება ის ღარიბაშვილს? ხელისუფლების სათავეში დასარჩენად? შეძლებს კი აშშ-ს საქართველოს მთავრობის დამხობას, თუ ის უცებ დაიწყებს პროქართული და არა პროამერიკული საგარეო პოლიტიკის გატარებას? შეძლებს, თუკი საქართველოს ხელისუფლება არ დაეყრდნობა ქართველ ხალხს!

აი რის ეშინია ღარიბაშვილს და ცდილობს ბალანსი შეინარჩუნოს,რათა ეტაპობრივად მოაშოროს ხელისუფლებას ზემოჩამოთვლილი მოწინააღმდეგენი! აი რატომ იყო, რომ გასულ სამშაბათს, 28 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ის მარგველაშვილთან მივიდა! პრემიერი ღარიბაშვილი ვერ გაუძლებს ომს ერთდროულად ყველა ფრონტზე, პრეზიდფენტ მარგველაშვილტან დროებით დაზავება კი მას წერტილოვანი იერიშის საშუალებას აძლევს მარგველაშვილზე გაცილებით საშიშ მოწინააღმდეგეზე - თავდაცვის მინისტრ ალასანიაზე, რომელსაც დიდი ხანია ღრმა საიდუმლო კავშირი აქვს ცე-რე-უ-სა და პენტაგონთან!

საიდუმლო შეხვედრები „ნაციონალების“ ლიდერებთან უცხოეთში, საყვარლებთან ერთად ვოიაჟები ევროპაში საბიუჯეტო ხარჯებით; ჩაჯიბული ფულები, რომლებიც მას ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის მისცა, რის შედეგადაც “ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელო წააგო; მისდამი დაქვემდებარებული ტავდაცვის სამინისტრო, სადაც დღემდე მუშაობენ პოლკოვნიკი თეთრაძის მკვლელები; და აი ბოლო კვირის მთავარი სკანდალი: თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებული მაღალჩინოსანი, რომელთა წყალობითაც ქართული არმია დაახლოებით 5 მილიონით გაღარიბდა... ალასანიას წინააღმდეგ მთელი ამ კომპრომატის ამოქმედების დრო დადგა, აი რატომ დაძლია თავი სამაგალითო მეოჯახე ღარიბაშვილმა სამშაბათს - თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების დღეს - მივიდა მარგველაშვილთან ავლაბრის რეზიდენციაში, რომლის მინის გუმბათსაც კარგად ახსოვს სააკაშვილის ორგიები...

ახალდაქორწინებული მთავარსარდალი მარგველაშვილი კი ხალხის ფულით მთელს მსოფლიოში იმოგზაურებს მეუღლესთან ერთად და განმარტოებით წინდებსაც მოქსოვს უზარმაზარ გაბრდღვიალებულ სასახლეში, სანამ საქართველოს პოლიტიკური ლიდერი ღარიბაშვილი და საზოგადოებრივი ლიდერი ივანიშვილი არ გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას - არ დაეყრდნობიან პატრიოტებს - უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე წესიერ პროფესიონალებს, რომელბსაც იცნობენ და პატივს სცემენ საქართველოში და რუსეთში, სოხუმსა და ცხინვალში, და ქართველ ხალხთან ერთად არ გაწმენდს საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებრივ სექტორსა და მედიას ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისგან!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 3 ნოემბერი
საქართველო, თბილისი