პუბლიკაციები
ულტრალიბერალური ზღაპრების ტყვეობაში ანუ რა უნდოდა სააკაშვილს საუდის არაბეთში?

1-afxaiZe-analit-1საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ბოლო დროს, საქართველოში ვნებათაღელვა არ ცხრება ქალთა უფლებების დაცვის, რასობრივი დისკრიმინაციისა, თუ რელიგიური უმცირესობების დაცვის საკითხებზე. ყველაფერი განიხილება ისეთ კონტექსტში , თითქოს ქვეყანაში ეს გადაუჭრელი პრობლემები არსებული ხელისუფლების დამსახურება იყოს.
ძალზე უცნაურია, როცა ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, ოჯახური კონფლიქტით გაღიზიანებული ქმრის მიერ მეუღლის მოკვლა და თვითმკვლელობა, ისევე, როგორც ოჯახური ძალადობის სხვა ტრაგიკული თუ ნაკლებდრამატული შემთხვევები, ქვეყანაში კრიმინალის ზრდად აღიქმება და საპროტესტო აქციებს ახალ ხელისუფლებას უმართავენ.

გაუგებარია, რა შუაშია ხელისუფელბა, ან სამართალდამცავები. ნუთუ დაგვავიწყდა, რომ მსგავსი ფაქტები არაერთხელ გაშუქებულა სააკაშვილის ხელისუფელების დროსაც ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში. მაგრამ მაშინ იგი მოსახლეობის დასათრგუნად გამოიყენებოდა და არა ხელისუფლების გასაკიცხად.

ამდენად, ჩნდება  უტყუარი ვარაუდი, რომ ესეც ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა მიერ არის გამოყენებული ახალი ხელისუფლების შავი პიარისთვის, თითქოს ქვეყანა უკან მიდის, კრიმინალი იზრდება და დანაშაულს სწორედ ახალი ხელისუფლების მიერ ციხიდან ამნისტიით გათავისუფლებული დამნაშავე პირები სჩადიან.

სამაგიეროდ, არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რამდენი ადამიანი, რა მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებული გაათავისუფლა სააკაშვილმა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე და რამდენმა მათგანმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია შეფასებები ქალებზე ძალადობის შესახებ, რასაც გარკვეული ”უფლებადამცველი პირები” თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და  ”ულტრალიბერალები”, ქართული მენტალობისა და ეკლესიური მრწამსის საფუძვლად ნათლავენ. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რომ ქრისტიანული მორალი და მასზე დაფუძნებული ქართული ტრადიცია ქალისადმი პატივისცემას გულისხმობს, მას მამაკაცის თანასწორად მიიჩნევს და არასოდეს აღიქვამს მამაკაცის საკუთრებად და  მონად.

ან, იქნებ იციან და შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც გარკვეული სქემის შემადგენელი ნაწილია?! ეს არა მრწამსისა  და მენტალობის, არამედ, ცალკეული პიროვნებების პრობლემაა. არ შეიძლება, მთლიანად ერი, რომელიმე კულტურა, ან ცივილიზაცია იყოს მოძალადე. განა ამგვარი ძალადობა ამერიკისა  თუ ევროპისათვის უცხოა? განა იქ არ შუქდება უამრავი ამგვარი ფაქტი მედიით?

რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ რაც საქართველოში ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. პირიქით, მკაცრ შეფასებას და დაგმობას იმსახურებს. მაგრამ აქ ერის, ეკლესიის ან სახელმწიფოს დადანაშაულება არაგონივრული ქმედებაა. უფრო მეტად, გამიზნული დეზინფორმაციაა, რაც ჩვენი ფასეულობების და რელიგიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გულდასაწყვეტია ის ფაქტიც, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქალებზე (როგორც ბიზნესმენ, ისე პოლიტიკოს მანდილოსნებზე და პატიმრების მეუღლეებზე) ძალადობის არაერთის ფაქტი გამოვლინდა. ხორციელდებოდა ფარული მიყურადება და ვიდეოგადაღება პატიმარ მეუღლეებთან მოსულ ცოლებზე, რასაც გართობის მიზნით უყურებდნენ.

მათგან, ვინც ახლა აქტიურობს, არავის ამოუღია  ხმა სააკაშვილის რეჟიმის უამრავ ძალადობაზე, მათ შორის, ქალების მიმართ. ბევრი ორგანიზაცია, შესაძლოა, არც არსებობდა, რადგან სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დამაცხების შემდეგ აღმოცენდა, სწორედ, მისი მიზნების განსახორციელებლად.

რას იტყვიან ისინი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში პატიმარ ქალებს აწამებდნენ და ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურების ფაქტი  მამას

აყურებინეს?! ძალადობა ის არ იყო, როცა ქალთა პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმარ ქალებს აუპატიურებდნენ, ცემდნენ და ამცირებდნენ? როცა 1000 მდე უდანაშაულო ქალი იხდიდა საჯელს შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე?

განა ყოველივე ეს არ არის ქალზე ძალადობა? ან მანდილოსნებზე ძალადობა არ იყო, 2004 წელს გლდანის ეკლესიაში სააკაშილის დაგეშილი ჯალათები და „სპეცნაზი“ რომ შევარდა, სასტიკად რომ გაუსწორდნენ მრევლის წევრ ქალებს? ეს კადრები ხომ არსებობს, რომელშიც ნაციონალების ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ?! აჩვენეთ ეს კადრები მსოფლიოს და ნახეთ, თუ გვისაყვედურებენ მათ პოლიტიკურ დევნაზე!

განა ძალადობა არ იყო, 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილისა და მერაბიშვილის ზონდერბრიგადები მიტინგებსა თუ ქუჩებში რომ დასდევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს და უმოწყალოდ სცემდნენ? განა 2009 წლის 6 მაისს და 15 ივნისს, პოლიციის თბილისის საქალაქო სამმართველოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალსტებზე თავდასხმისას არ დარღვეულა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ქალების უფლებები? სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა „ზონდერებმა“ რომ ხელკეტებით და რკინის მილებით დაარბიეს აქცია, მიწაზე ათრიეს ჟურნალისტი ქალები, ამის კადრები მაინც არ უნახავთ? ან 2011 წლის 26 მაისს არ იყო ქალებზე ძალადობა, როცა ალყაში მოამწყვდიეს მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეები?

კიდევ რამდენი ფაქტის და თარიღის ჩამოთვლა შეიძლება... მაგრამ მაშინ ე.წ. უფლებადამცველები, ვინც უშუალოდ არ გამხდარა დავდასხმის ობიექტი და ის ”ულტრალიბერალები”, უმცირესობების უფლებებს რომ ხმალამოღებული იცავენ, მაშინ საეჭვოდ დუმდნენ!..

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული ფინანსური მოტივაცია იმალება იმ ორგანიზაციებისა, რომელბიც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ძალადობის ფაქტებზე, სინამდვილეში კი პრობლემის მოგვარებით არც არიან დაინტერესებულნი.ისინი მოტივირებულნი არიან, შექმნან ბუზისგან სპილო, რომ ამით დამატებითი დივიდენდები მიიღონ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ასევე, შემაშფოთებელია, ის გახლავთ, რომ ხშირად საუბრობენ ქართველების ულტრანაციონალურ ხასიათზე. ამის დასადასტურებლად, ერთმა მწერალმა ქალბატონმა, ლელა კოდალაშვილმა დაწერა, რომ იგი გახდა თვითმხილველი, როგორ სცემეს და ავტობუსიდან ჩამოაგდეს შავკანიანი მამაკაცი. მანაც ეს ფაქტი ”გურჯულ-ნაციონალურ მენტალობად” შეაფასა.

ამდენი წელია საქართველოში ვცხოვრობ და (ბევრი, ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლისაგანაც გამიგია) არ მახსოვს, ვინმე უცხოელი ქართველებს, განსხვავებული კანის ფერის, ან რჯულის გამო, ეცემოთ და ჩაექოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ხომ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ უცხოტომელები, გაანსაკუთრებით, თბილისი გამოირჩეოდა მრავალეროვნულობით და რელიგიების სიმრავლით.

დღესაც იგრძნობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, თურქების, არაბების, ჩინელების, პაკისტანელების, ინდოელების, მოზამბიკელების მოზღვავება. ქუჩაში უცხოელ მათხოვარსაც კი ნახავთ, ქართულად და ინგლისურად რომ ითხოვს შველას. მაგრამ არასდროს მინახავს, ის ვინმეს ეცემოს.

ალბათ, საქართველოში მეტად დაცულადაც კი გრძნობენ თავს, ვიდრე თავიანთ სამშობლოში, თორემ მაშინ აქ არც ჩამოვიდოდნენ ბიზნესის საკეთებლად ან სასწავლებლად. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წინა საუკუნეებში მტრად მიჩნეულ ერებთანაც კი ვინარჩუნებთ კეთილგანწყობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

დასამალი არაა, რომ ამგვარი ”ულტრალიბერალური” ზღაპრებით პირველ რიგში, დარტყმას ვაყენებთ ჩვენს ეროვნებას, ვარცხვენთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურას. ასევე, სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციასაც ვახდენთ, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯზეც აისახება. თუ ეს ყველაფერი გვადარდებს, კარგი იქნება, ვიფიქროთ ამ ფაქტორებზე და ფეხქვეშ არ გავთელოთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, მისი თვითმყოფადობა და მომავალი.

სულ ახლახან, 23 ოქტომბერს, ამერიკაში, კრიმინალმა ფერადკანიანებმა უდანაშაულო ქართველი მამაკაცი ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. ეს ფაქტიც ხელისუფლებას დავაბრალოთ და  ამერიკის სახელმწიფოებრიობის სისუსტედ ჩავთვალოთ? კონკრეტულ დანაშაულზე, კოლექტიურად, ვერც ერთი ქვეყნის ხელისუფლება ვერ აგებს პასუხს. შესაძლებელია, მხოლოდ, გარკვეული კანონმდებლობის გამკაცრება მივიჩნიოთ საჭიროდ პრევენციის მიზნით.

ასევე, მინდა შევეხო რელიგიურ თემატიკას, რომლის ნიადაგზეც ძალიან დაიძაბა ვითარება საქართველოში. ამ თემის დრამატიზირებაც, ასევე, მასშტაბურად ხდება მედიისა და ”ადამიანის უფლებათა დამცველების” მიერ.

შემთხვევითი არ არის, რომ 2012 წლიდან, როცა სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, მუსლიმურ თემსა და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის დაპირისპირებები გახშირდა. ეს არ არის რეალური დაპირისპირება, არამედ, კარგად ინსპირირებული და დადგმული კონფლიქტია.

დავაკვირდეთ ნიგვზიანის ინციდენტს, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში, 2012 წლის ნოემბერში, სააკაშვილის გონგო-ორგანიზაციის  ”ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ხშირი კრიტიკოსის, ბექა მინდიაშვილის წაქეზებით მოხდა. მისი დიდი ძალისხმევით, მოხერხდა ქართველ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირების ორგანიზება.

რამდენიმე თვის წინ, აპრილში კი, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთის მინარეთთან დაკავშირებული დაძაბულობა გამწვავდა. ამ პროცესებში მუსლიმთა დამცველად მოგვევლინა ტარიელ ნაკაიძე, რომელიც გაზულუქებულია ვაჰაბიტების ფულით. იგი დაემუქრა საქართველოს ახალ ხელისუფელბას, რომ დაუპირისპირებდა მუსლიმებს და უმართავ პროცესებს მიიღებდნენ. ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული მუფტი როინ პაქსაძეც.

დღეს კვლავ დაიძაბა სიტუაცია ადიგენის რაიონში. ამჯერად, კულტურის ცენტრის ადგილას, მუსულმან მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სურს, ააშენოს მეჩეთი. თუმცა, ქართული სამოციქულო ეკლესიის მონაცემებით, აქ არასდროს ყოფილა მეჩეთი და ეს ნაგებობა, რომელიც ბოლო დროს ბიბლიოთეკას წარმოადგენდა, საპატრიარქოს უნდა გადაეცეს.

ასეც რომ არ ყოფილიყო, მუსლიმურ თემს მეჩეთის აშენების სურვილი არ აძლევს უფლებას, თავს დაესხას პოლიციის თანამშრომლებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს მათ. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, არც ერთი აღმსარებლობის ადამიანებს მიმართ, არ დაუშვებდნენ, რომ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელებულიყო სამართალდამცავების მიმართ და მოძლადეები არ დასჯილიყვნენ.

მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კონსესუსის საფუძველზე შეიძლება და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანის აუცილებლობაც არ არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მოტივირებულია გარკვეული მიზნებით და ამ კონფლიქტის უკანაცნაციონალებიდგანან. სწორედ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემებიანაცხროვისბოლო იმედი და ნავსაყუდელი.

მცირედი გაუგებრობები ყველა ქვეყანაში ადრეც ყოფილა და ყოველთვის იქნება, მაგრამ რელიგიურ შუღლს საქართველოში არც კომუნისტების პერიოდში და არც მის შემდგომ,  სერიოზული საფუძველი არ ჰქონია. მაგრამ ამ თემასაც, როგორც ქალებზე ძალადობას, ”ნაციონალური მოძრაობა” ხელოვნურად აბუქებს და მასზე დაქვემდებარებული მედია-საშუალებების დახმარებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობას უკავშირებს.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან გაპარვის შემდეგ ბევრს მოგზაურობს. ახლახან იგი საუდის არაბეთშიც იმყოფებოდა, სადაც, ჩვენი მონაცემებით, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე თანხმობა მიიღო. ამდენად, უკვე დადგა მოქმედების დრო, რისთვისაც პრობლემის წარმოჩინება სჭირდება.

სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურად გაკოტრებულ პოლიტიკოსს, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სწორედ ისლამის გამოყენებაღა დარჩენია. ამიტომაც, ამ თემას სათავისოდ იყენებს იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ისლამის გააქტიურების საფრთხის წინაშე დგას.

ამდენად, ვხედავთ, რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთშიც და აჭარაშიც. ახალი ისლამური სახელმწიფოს საქართველოში და კავკასიაში  შექმნამდე  ერთი ნაბიჯი რჩება და სააკაშვილი ამით ცდილობს თავისი სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში.

დღეს გამოდის ხულოს მუფტი აბაშიძე და აცხადებს, რომ მასშტაბურ აქციებს მოაწყობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. განა ეს არის ქართველობა და მოქალაქეობა? განა ეს არის პატრიოტიზმი? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი აღმსარებლობის მატარებელია ადამიანი? მათავარია, ის უნდა ემსახურებოდეს  თავისი ქვეყნის ინტერესებს.

ნუთუ ესენი იმ აჭარლების შთამომავლები არიან, რომლებმაც აჭარა დედასაქართველოს დაუბრუნეს? საეჭვოა, რომ  ისინი თავს იმ თავდადებული მაჰმადიანი ქართველების, შერიფე ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის და ჰასან თხილაიშვილის შთამომავლებად მიიჩნევდნენ, რომლებიც სამშობლოს სიყვარულში ტოლს არ უდებდნენ ქრისტიან ქართველებს!

P.S. თუ უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ, არავის გახსენებია უმოწყალოდ, უკვე ორჯერ ნაცემი ქართველი ჟურნალისტი ზაზა დავითაია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისი დაცვა ამ კატეგორიის ადამიანების, .. უფლებადამცველების, ასევე, მათთან დაახლოვებული მედია-საშუალებების ინტერესებში არ შედის,რადგან ასეთი დაკვეთა არა აქვთ და არც მომგებიანი თემაა მათთვის.

შოთა აფხაიძე
ევრაზიის ინსტიტუტი