სამართალი
შსს–ს დელეგაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ქიმიური, ბილოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა

1-OON-samart-3საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, გენერალური ასამბლეის 69–ე სესიის პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაერო–ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება - ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმები: პასუხი საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებს“.
ღონისძიებაზე საქართველოს შსს ქვეყნის ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ პრეზენტაციით წარსდგა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ხელმძღვანელობს.

საქართველო სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქბრბ საფრთხეების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ შსს-ს ხელმძღვანელობით შეიქმნა შესაბამისი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება განხორციელდა.