სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“: “კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ბიძაშვილია!”

1-Molodie-samart-1საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები ასაჯაროებს მიღებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების საქმეზე ახალ გარემოებებს წარმოშობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ცნობილი ხდება თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა და კომპანია „სილქნეტის“ უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელთა ნათესაური კავშირების არსებობის შესახებ. კერძოდ, კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ბიძაშვილია. კომპანიაში 2012 წლიდან სწორედ ბაჩო ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს საჯარო დაწესებულებებთან კომერციული გარიგებების სფეროს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა როლი ითამაშა ამ ნათესავურმა კავშირმა და ხომ არ იკვეთება თავდავცის სამინისტროს მაღალჩინოსნის კერძო ინტერესები კომპანია „სილქნეტთან“ დადებულ ხელშეკრულებაში.