უცხოეთი
სომხეთმა უარი უთხრა ოკუპირებულ ყირიმს ერევანში პირდაპირი რეისების განხორციელებაზე

1-Otkaz-zar-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ერევნის ამგვარი საქციელის მიზეზი დასავლეთის სანქციებია.
რუსული კომპანია „გროზნი-ავია“-ს განაცხადი რუსეთის მიერ ოკუპირებული სიმფეროპოლიდან ერევანში პირდაპირი რეისების განხორციელების შესახებ უგულებელყოფილი იქნა. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულმა სამოქალაქო ავიაციის მთავარმა სამმართველომ განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, განაცხადი უგულებელყოფილია წარმოდგენილ დოკუმენტებში ხარვეზების გამო, რომელთა აღმოფხვრის შემდეგაც განაცხადს ხელახლა განიხილავენ.

თავის მხრივ, აღნიშნული სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა შაგენ პეტროსიანმა განაცხადა, რომ რეისები ყირიმში „უარყოფითად აისახება სომხეთის საერთაშორისო ავტორიტეტზე და საქმე შესაძლოა სანქციებამდეც მივიდეს“.