უცხოეთი
პუტინმა უკრაინას მოუწოდა, ფაშიზმის აღორძინებას შეეწინააღმდეგოს

1-Prizval-zar-1საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, უკრაინელ ხალხს ფაშისტი დამპყრობლებისგან ქვეყნის გათავისუფლების 70 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა. თავის წერილში სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ხალხებმა ძმური მეგობრობის ტრადიციები უნდა შეინარჩუნოს და ასევე, შეეწინააღმდეგოს ფაშისტური იდეოლოგიის აღორძინების მცდელობას.

ჩვენი მამა-პაპები ერთად, თავდადებით და გმირულად იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ანადგურებდნენ მტერს და აახლოვებდნენ ნანატრ გამარჯვებას. ჩვენ სათუთად უნდა გავუფრტხილდეთ მათ მიერ დანატოვარ ძმური მეგობრობის ტრადიციებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა მაღალ პატრიოტულ ღირებულებებზე გაიზარდოს, აქტიურად შევეწინააღმდეგოთ ფაშისტური იდეოლოგიის, ნაციონალური შუღლის გაღვივებასა და ჩვენი საერთო ისტორიის გაყალბების ნებისმიერ მცდელობას“, - განაცხადა პუტინმა და „უკრაინის მოძმე ხალხს“ მშვიდობა და აყვავება უსურვა.